x
image
t.x.
არ გამოტოვოთ 9 ივნისის ღამე - სავსემთვარეობა, სურვილების ახდენის დრო!
image
სავსემთვარობა - ეს მთვარის აქტივობის პერიოდია. ყოველი მთვარის თვეში სავსემთვარეობა ჩვენზე სხვადასხვაგვრად მოქმედებს, იმიტომ, რომ კავშირშია ზოდიაქოს 12 ნიშანთან. მათი ხასიათი კი ინდივიდუალურია. მაისის სავსემთვარეობის მერე 9 ივნისს იქნება კვლავ, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ საპირისპირო მხარეს აღმოჩნდება და ამას "მიკრომთვარეობა" ეწოდება. ამ დროს მთვარე მაქსიმალურადაა დაშორებული დედამიწისგან და აქტიურდება ნეგატიური და ბოროტი ძალები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგვეშინდეს. ამ დროს კარგია დავგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, ასევე ისეთი, რომლებიც დიდი ხნის წინ გადავდეთ. ამ დროს აღინიშნება სასიცოცხლო ენერგიის მოზღვავება და სხვადასხვა რიტუალები ეფექტურობით გამოირჩევა.

მრავალი საუკუნის მანძილზე იქცევდა სავსემთვარობა სწავლულთა ყურადღებას. ამ დროს მთვარის ნათება მაქსიმუმს აღწევს. ასტროლოგები კი სიფრთხილეს გვირჩევენ - ამ დღეს ყველა სურვილი ახდება. ჩაიფიქრეთ მხოლოდ კეთილი სურვილები, ნუ გაივლებთ გულში ისეთ აზრებს, რომელიც შეიძლება მერე ინანოთ.

ზაფხულის პირველ თვეს, სავსე მთვარე 9 რიცხვში იქნება და ამ დროს ის გაივლის მშვილდოსნის ზოდიაქოში. ეს დრო ძლიერი ენერგეტიკითაა სავსე. ამ დღეს ბევრი ემოციური სურვილი გვეუფლება, რაც მთვარის ენერგეტიკის მიერაა გამოწვეული. იმისათვის, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მივიღოთ და შეცდომები თავიდან ავირიდოთ, ასტროლოგები გვირჩევენ შორსმიმავალი გეგმებისგან თავის შეკავებას. დაკავდით მედიტაციით, ის სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ყოველი სავსემთვარობისას ძლიერდება ფინანსური ველი. წარმოიქმნება შესაძლებლობა, მოვიზიდოთ ფულადი სახსრები. ამისათვის საჭიროა ჩავატაროთ უკვე მრავალჯერ გამოცდილი რიტუალი(როგორიცაა მთვარისთვის ფულის ბანკნოტების დანახვება და სხვა...) და გვჯეროდეს წარმატებების.

სავსემთვარობისას იმატებს ტრავმების რიცხვი, ძნელდება ქირურგიული ოპერაციების მერე გამოჯანმრთელება, ამიტომ მთელი ძალები მივმართოთ იმუნიტეტის გასამყარებლად და შეძლებისდაგვარად ავირიდოთ ოპერაციები.

ეს დრო საშუალებას გვაძლევს ნათლად წარმოვაჩინოთ ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობები და განვამტკიცოთ ისინი. თუმცა ასტროლოგები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რადგან ემოციური გამძაფრების დროს ხშირია კონფლიქტები, რისგანაც თავი უნდა შევიკავოთ.

ამ დროს მთავარია! დავიცვათ ჩვენი თავი და ახლობლები, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც მაღალი წნევა აქვთ. ამისათვის საჭიროა თავიდან ავიცილოთ სტრესი და ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, მათ შორის ბაღ-ბოსტნის სამუშაოები.


გისურვებთ ჯანმრთელობას!image





დამალული ფულის ბარაქა


რომელია თქვენი ფერი ზოდიაქოს მიხედვით



როგორ შევისწავლოთ უცხო ენა - რჩევები ადამიანისგან, რომელმაც 16 ენა იცოდა



ის ცოცხალ ბავშვებს კუბოში აწვენდა, ნაგავში ყრიდა და ნობელის პრემიაზე წარადგინეს(+ ვიდეო)



0
4267
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
4267