x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ უნდა მივირთვათ დღეში 2 ბანანი

ბანანი – საოცარი პროდუქტია! ის მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, ბოჭკოვანით, მკვებავი ნივთიერებებით, ბუნებრივი შაქრით. ბანანი არ შეიცავს ალერგენებს, ამიტომაც ის შეიძლება მივცეთ ჩვილებსაც. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თუ ყოველ დღე 2 ბანანს მივიღებთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ! განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს ნერვიულ სისტემასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე, ახდენს რა კუჭის ლორწოვანი გარსის რეგენერაციის სტიმულირებას.



image


ახლა კი დეტალურად განვიხილოთ თუ რა სარგებლობა მოაქვს ბანანს ორგანიზმისთვის:


ენერგია


მიირთვით 1-2 ბანანი ვარჯიშის წინ – ამით შეძლებით ერთი საათის მანძილზე ენერგიით დაიმუხტოთ.

ბანანი – ეს არის პროდუქტი, რომელსაც დაბალი გლიკემიური ინდექსი გააჩნია: მისი გადამუშავება ორგანიზმში ნელა ხდება, შედეგად, გვაძლევს ენერგიას. ის სავსეა ვიტამინებით, რომელიც ორგანიზმს გამძლეობას მატებს. მასში შემავალი კალიუმი კი ხელს უშლის კუნთების კრუნჩხვას.


დეპრესია


ეს ხილი ნამდვილად დაგეხმარებათ დეპრესიის დაძლევაში. საქმე იმაშია, რომ მასში დიდი რაოდენობითაა ტრიპტოფანი – ნივთიერება, რომელიც სჭირდება ჩვენს ორგანიზმს სერატონინის სინთეზისთვის. ეს უკანასკნელი კი წარმოადგენს ნეირომედიატორს, რომელიც ტვინს მოდუნებაში, დამშვიდებაში ეხმარება, რის შედეგადაც თავს ბედნიერად იგრძნობთ.


არტერიული წნევა


ბანანი ეხმარება არტერიული წნევის შემცირებაში და ეფექტურად ებრძვის ინსულტისა და გულის შეტევის განვითარების რისკებს. იმის გამო, რომ მასში მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი ნატრიუმი და დიდი რაოდენობით კალიუმი – გულისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

როდესაც არტერიებში წარმოიქმნება ფოლაქები – ბანანი, ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, საუკეთესო საშუალებაა ამის თავიდან ასაცილებლად.



ანემია


ადამიანები, რომლებიც ანემიით იტანჯებიან, ბანანი ეხმარება საჭირო რაოდენობის რკინის მიღებაში, რაც სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავების სტიმულირებას ახდენს და არეგულირებს ჰემოგლობინის დონეს.


ნერვები


როდესაც ზედმეტად დაქანცული ხართ, მიირთვით ბანანი. მას შეუძლია დროებით სისხლში შაქრის დონის აწევა. ეს ენერგიას შეგმატებთ. ამასთან, დიდი რაოდენობით В ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, რომელიც ბუნებრივი გზით ამშვიდებს ნერვიულ სისტემას და ეხმარება მოდუნებაში.


კუჭ-ნაწლავის პრობლემები


თუ გასტრიტით ან კუჭის წყლულით იტანჯებით, ბანანი, ამ შემთხვევაში, ყველაზე უსაფრთხო პროდუქტია. ტკივილს არ მოგაყენებთ მისი რბილი ტექსტურის გამო. დაგიცავთ გაღიზიანებისგან და აგრესიული მჟავების ზემოქმედებისგან.

ამასთან, ეს ხილი არაჩვეულებრივი თერმორეგულატორია. თუ მას სიცხეში მიირთმევთ, ის გაგრილებაში დაგეხმარებათ ( ამცირებს სხეულის ტემპერატურას). ზამთარში ახდენს ვირუსით გამოწვეული ტემპერატურის დარეგულირებას.


მჟავა-ტუტოვანი ბალანსი


ბანანი არაჩვეულებრივად ეხმარება გულძმარვის და მჟავის რეფლუქსის დროს. მიირთვით ერთი ბანანი და მაშინვე იგრძნობთ შვებას გულძმარვის პირველი სიმპტომების დროს.


ამ ხილს კიდევ ბევრი დადებითი თვისება გააჩნია. თუ დაკავებული ხართ და არ გაქვთ იმის დრო სრულფასოვნად იკვებოთ, სამსახურში წახემსებისას არაჯანსაღი, სწრაფი კვების პროდუქტების ნაცვლად, როგორიცაა ჰამბურგერი ან ჰოთდოგი..., მიირთვით ერთი ან ორი ბანანი. რამდენიმე დღის შემდეგ თავად შეამჩნევთ, თუ როგორ იცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.



ასევე დაგაინტერესებთ:


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


დაივიწყეთ გასტრიტის შესახებ მეორე დღესვე – ბუნებრივი საშუალება, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!


5 ფაქტორი, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს


როგორ ვუმკურნალოთ ალერგიულ გამონაყარს მარტივი ხალხური მეთოდით


სასიკვდილო დოზები ჩვენი ორგანიზმისთვის


ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში – ეს ბევრმა არ იცის!


კაკლის უღელი – რა დაავადებების განკურნებაა შესაძლებელი მისი მეშვეობით


15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!



3
1319
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1319
  
2017, 7 ივნისი, 19:54
მადლობა მაკა გუჯა შეფასებისთვის და სასარგებლო რჩევისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ძალიან ვაფასებ და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის თქვენს აზრს :*
2017, 7 ივნისი, 13:50
როგორც ყოველთვის საინტერესო და წაკითხვადი სტატიაა...
2017, 6 ივნისი, 15:35
სასარგებლო სტატიაა როგორც ყოველთვის ლეელ :* თუმცა ვისაც შეკრულობა აწუხებს, ბანანის ხშირი მირთმევა არ შეიძლება.
0 1 3