ვიდეო გაკვეთილები კვერცხის ნაჭუჭის სასუქი სახლის მცენარეებისთვის (2 რეცეპტი + ფესვების ლპობისგან დაცვის საშუალება) 2017, 5 ივნისი, 9:25 ყოველი ჩვენგანი, ყოველდღე თუ არა, თუნდაც კვირაში რამდენჯერმე, სასუქისთვის მეტად სასარგებლო ნედლეულს ნაგვის ურნაში აგდებს. აქ საუბარია კვერცხის ნაჭუჭზე, რომელიც ერთნაირად სასარგებლოა როგორც ადამიანებისთვის, ისე მცენარეებისთვის. მის შემადგენლობაში ბევრი მინერალი და მიკროელემენტ არის. მათ შორის: ადვილად ასათვისებელ კალციუ — 93%; მაგნიუმი — 0, 55%; ფოსფორი — 0, 12%; კალიუმი — 0, 08%;რკინა, გოგირდი, ალუმინი ... კვერცხის ნაჭუჭისგან სასუქის მოსამზადებლად, რეკომენდირებულია შინაური ქათმის კვერცხის გამოყენება. სასარგებლო ელემენტები სახლის კვერცხში ბუნებრივი წარმოშობისაა, რადგან ფრინველი საკარმიდამო ნაკვეთში, ძირითადად, ნატურალური საკვებით იკვებება.
შენიშვნა: სასუქის მომზადება მოხარშული კვერცხის ნაჭუჭიდან არ შეიძლება, რადგან წყალში, ხარშვის დროს, ყველა სასარგებლო ელემენტის გამორეცხვა ხდება.
კვერცხის ნაჭუჭიდან, მცენარეების სასუქად, ნაყენი მზადდება. მაგრამ სასუქის მომზადებამდე, საჭიროა კვერცხის ნაჭუჭის მომზადება: 1. უმი კვერცხის ნაჭუჭი კარგად უნდა გარეცხოთ გამდინარე წყალში და აუცილებლად უნდა მოაშოროთ შიდა აპკი, რადგან ამ აპკს მცენარეებისთვის მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია (ბაქტერიები, სოკო). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაჭუჭის გაშრობის შემდეგ, ამ აპკის მოცილება, რაქტიკულად, შეუძლებელი იქნება.
2. გარეცხილი ნაჭუჭები ქაღალდის პირსახოცზე დაალაგეთ ერთ მწკრივად, რომ წყალი ჩამოიწკრიტოს.
3. გამშრალი ნაჭუჭი თავღია მუყაოს კოლოფში ან ქაღალდის პარკში მოათავსეთ და ასე გააჩერეთ კიდევ 3–5 დღე რომ კარგად გამოშრეს.
4. შემდეგ, საჭიროა ნაჭუჭის დაფქვა. ამის გაკეთება როგორც ელექტროსაფქვავით, ისე ხელის საფქვავით შეიძლება. რაც უფრო კარგად იქნება დაფქული «ფქვილი», მით უფრო მაღალი ხარისხის გამოდის სასუქი.
5. ნაჭუჭის ფქვილი თავღია მუყაოს კოლოფში ან ქაღალდის პაკეტში უნდა შეინახოთ.
6. უშუალოდ მოხმარების წინ, საჭიროა მისი გამოწვა აირღუმელში, 100ºС ტემპერატურაზე, 25–30 წუთის მანძილზე. ამისთვის, საცხობ ფირფიტაზე კალკა უნდა დააფინოთ და კვერცხის ფქვილი თხელ ფენად გაანაწილოთ. მას შემდეგ, რაც ნაჭუჭი მზად იქნება, სასუქის მომზადებაც შეიძლება: * 4-5 კვერცხის ფქვილს 1 ლ. ცივი წყალი დაასხით და გააჩერეთ 2-3 დღე. ამასთან, დრო და დრო მოურიეთ. დროის ამ პერიოდში, ყველა სასარგებლო ნივთიერება წყალში გაიხსნება. * 1 ჭიწა ნაჭუჭის ფქვილს დაასხით 3 ლ. წყალ > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და 2–3 წუთი ადუღეთ > სითხე გადაასხით სათლში და დაამატეთ 5 ლ. სუფთა წყალი > კარგად ამოურიეთ. ნაყენი მზად იქნება, როდესაც ოთახის ტემპერატურამდე გაცივდება. კვერცხის ნაჭუჭის ნაყენით მცენარის მორწყვა, მხოლოდ თვეში ერთხელ შეიძლება. P. S. ოთახის მცენარეებისთვის, ამ ორგანული ნარჩენების გამოყენების კიდევ ერთი შესაძლებლობა არსებობს – მისი საშუალებით, სისტემის შექმნა შეიძლება, რომელიც მცენარის ფესვს ჭარბი სითხისგან იცავს: ამისთვის, ქოთნის ძირში, კვერცხის გამომწვარი ნაჭუჭი უნდა ჩაყაროთ (ნაჭუჭი და არა ფქვილი), 2-3 სმ. ფენის სისქეზე. ისევე, როგორც დრენაჟი, ეს თეთრი «ბალიში» უზრუნველყოფს სითხის ნორმალურ ცირკულაციას და არ აძლევს მას, დახურულ სისტემაში, დაგუბების საშუალებას, რითაც იცავს მცენარის ფესვს ლპობისგან.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის ოთახის მცენარეს ხშირი და ლამაზი ყვავილობა რომ ჰქონდეს... ნაყენი, რომელიც ყველაზე დასუსტებულ მცენარესაც კი სიცოცხლეს დაუბრუნებს 1581 9-ს მოსწონს
|