სამცხე ჯავახეთი ბორჯომში ექსკურსიაზე წასული მასწავლებელი ფოტოს გადაღების დროს ხევში გადავარდა და დაიღუპა 2017, 4 ივნისი, 7:36
ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
უბედური შემთხვევა ქვაბისხევში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) მოხდა.57 წლის მასწავლებელს, თამარ გოზალიშვილს იქვე მდებარე ეკლესიის წინ ფოტოს გადაღების დროს ფეხი დაუცდა და 20 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მასწავლებელი გორის მესამე საჯაროს სკოლიდან იყო ბორჯომში ექსკურსიაზე წასული. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. 377 4-ს მოსწონს 1-ს არა
|