x
image
K.P.
თამუნა მუსერიძეს ბიოლოგიური დედა ემალება?

image
თამუნა მუსერიძემ 32 წლის ასაკში, დედის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო რომ ნაშვილებია. ეს ყველაფერი მან ძალიან რთულად გადაიტანა, თუმცა მონახა ძალა და საკუთარი ისტორია მთელ საქართველოს გადაცემა "პროფილის" მეშვეობით უამბო.
იმ დღის შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა მას არავინ გამოხმაურებია. ის სოიალურ ქსელში მორი მიმართვას ავრცელებს: "გამარჯობა, მე ვარ თამუნა მუსერიძე, თუმცა ეს ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი არ არის. ნამდვილი სახელი და გვარი, სამწუხაროდ არ ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით 32 წლის წინ ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ იფიქრა და გადაწყვიტა, და ალბათ მართალიც აღმოჩნდა, იმაში რომ მე სხვა ოჯახში უფრო ბედნიერი ვიქნებოდი.

2017 წელს, საბედნიეროდ, უკვე აღარ არის ის მდგომარეობა, როდესაც დედებს უწევთ ბავშვების გაშვილება ან გაყიდვა, გამომდინარე იქიდან, რომ სირცხვილი ბავშვის გაჩენა უკვე საბედნიეროდ აღარ არის. ერთადერთი მიზეზი, ალბათ რატომაც მაინტერესებს ბიოლოგიური დედის ნახვა, არის იმ კითხვებზე პასუხის მიღება, რომლებიც უკვე დაახლოებით ათი თვეა არ მასვენებს, გარდა ამისა, ალბათ მყავს და ან ძმა, რომლის გაცნობის სურვილიც მაქვს, მაგრამ ამის გარდა სავარაუდოდ შენ ქმარიც გყავს და არ გინდა ზედმეტი პრობლემები ოჯახში, არც მე მინდა ზედმეტი პრობლემები შეგიქმნა. მაგრამ, თუ ეს ვიდეო გაზიარდება და თუ ოდესმე ამ ვიდეოს ნახავ პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრა იმისთვის რომ გამაჩინე, მეორე რიგში იმისთვის რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ უჩნდებოდათ შვილი დიდი ბედნიერება მიანიჭე, მესამე რიგს როდესე თუ შეგხვდები მერე გეთყვი.

დაახლოებით ერთი თვეა, რაც "პროფილი" ეთერში გავიდა და მართლა მქონდა იმედი, რომ ვიღაც მაინც გამოჩნდებოდა, თუმცა საერთოდ არავინ გამოჩენილა, არავის დაურეკავს, არავის მოუწერია. მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, თუ შენ ახლა მიყურებ და ფიქრობ, მე ის ვარ თუ არა, შეგიძლია, მშვიდად და ჩუმად გამომეხმაურო და მე პირობას გაძლევ, რომ პრობლემებს ნამდვილად არ შეგიქმნი და არავის არაფერს გავაგებინებ. აგრეთვე, გაძლევ პირობას, რომ არ გაგკიცხავ და არ გავბრაზდები. შენ ნამდვილად მომანიჭე ბედნიერება, რომ ესეთ არაჩვეულებრივ ოჯახში მომახვედრე. ძალიან უძნაური ფაქტია, რომ პირველად შევხვდი 3 მარტს გამზრდელი დედის გარეშე და პირველად მქონდა გაორების შეგრძნება, რომელსაც ალბათ ვერასდროს მოვშორებ. გაურკვევლობის, დაძაბულობის და მუდმივად ფიქრის რეჟიმიდან შეგიძლია მიხსნა, ისევე როგორც საკუთარი თავი იხსენი 1984 წელს ზედმეტი კითხვებისგან. ვეძებ იმას, ვინც იმალება, მადლობელი ვარ სიცოცხლისთვის, კარგი ოჯახისთვის და დიდი მადლობელი დაგრჩები, თუ გადაწყვეტ და ანონიმურად მაინც გამომეხმაურები".



თქვენთვის საინტერესო:


რატომ დაშორდნენ თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე: "ძალიან შევაწუხე, დაიღალა ადამიანი"


"ათასი ბოდიშის ღირსი ვიყავი"-თამუნა მუსერიძის ემოციური პოსტი



მამებისგან უარყოფილი ცნობილები

მამებისგან უარყოფილი ცნობილები

"შავი ნიღაბი არ წაისვათ! ჩონჩხი დავრჩი"-თამუნა მუსერიძე გვაფრთხილებს


"არანაირი გასახდომი წამალი არ დამილევია, გატყუებენ"-ნანუკა ჟორჟოლიანი თაღლითურ სქემაში გაეხვიეს

რატომ ეშინიათ კატებს კიტრის?! ამ სტატიაზე ბევრს იხალისებთ

ოქროს წესი: როგორ შევარჩიოთ გემრიელი და საღი საზამთრო (+საზამთროს დიეტა)

გემრიელი მჭადის საიდუმლო

image













რა სარგებლობა მოაქვს სუნიან წინდებს?


































0
224
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0