სხვა სპინერის ამ საოცარი თვისების შესახებ ბევრმა არ იცის! - როგორ და რატომ უნდა ავარჩიოთ სწორად 2017, 1 ივნისი, 20:38 ![]() სულ რაღაც რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიო მოიცვა ე.წ. "სპინერომანიამ". სპინერი ანუ ტრიალა განსაკუთრებით პოპულარულია 6-დან 14 წლამდე ბავშვებში და ოფისში მომსახურეთათვის. სპინერის დადებითი ეფექტები ![]() - მცირე მოტორიკის განვითარება, ტაქტილური შეგრძნებისა და თითების კუნთების ტონუსის ამაღლება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც ტრავმისა თუ ავადმყოფობის შემდეგ რეაბილიტაცია ესაჭიროება. - კონცენტრაციის ამაღლება, მხედველობითი და სმენითი აღქმის და მეხსიერების განვითარება. შესაბამისად, ახალი ინფორმაციის უკეთ მიღება. - შემოქმედებითი აქტივობის, ტვინის მუშაობისა და არასტადარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება. - სპინერის საშუალებით ადამიანს ადვილად შეუძლია გადაეჩვიოს მავნე ჩვევებს, როგორიცაა თითების ტკაცუნი, მაგიდაზე თითების კაკკუნი, ფეხის ბაკუნი და ქნევა, ფრჩხილების კვნეტა - ანუ ყველა ის ე.წ. "ტიკი", რაც ნერვულ სტრესს ახასიათებს. ![]() - რაც ყველაზე საგულისხმოა, სპინერის საშუალებით გაცილებით მარტივია თამბაქოს მოწევაზე თავის დანებება. ამგვარად, სპინერის დადებითი ზემოქმედება ეჭვს ნამდვილად არ იწვევს, რასაც ამტკიცებს კიდეც ჟურნალში "Forbes" გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით "Fidget Spinners Are The Must-Have Office Toy For 2017" ("ფიჯეტ-სპინერი 2017 წლის აუცილებელი სათამაშოა"). ![]() როგორ ავარჩიოთ სწორად სპინერი ხელის სპინერები რამდენიმე მასალისგან მზადდება. 1. პლასტმასისგან დამზადებული მოდელები ბაზარზე უამრავია. მათი წარმოება ყველაზე მარტივი, იაფი და სწრაფია. შესაბამისად, არც თუ ისე ხარისხიანია. ![]() ![]() ![]() ![]() შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სპინერის ტრიალის ხანგრძლივობას დიდი მნიშვნელობა არა აქვს - ალბათ არავინ დაელოდება მის ტრიალს 3-4 წუთი! კარგი მოდელები, როგორც წესი, მინიმუმ 1 წუთს უნდა ტრიალებდეს. უფრო მნიშვნელოვანია, ტრიალის სიმსუბუქე და მოქნილობა. გასათვალისწინებელია ასევე სათამაშოს მასაც. ხანგრძლივი მოხმარების შედეგად მძიმე სპინერმა შეიძლება ხელი დაგიღალოთ. ამიტომ თავიდან უმჯობესია უფრო მსუბუქი, თუნდაც პლასტმასის სპინერის გამოყენებით დაიწყოთ და მხოლოდ გავარჯიშების შემდეგ შეიძინოთ ძვირადღირებული მეტალის მოდელები. ასევე დაგაინტერესებთ: 1. "ტყლარწის" წარმოუდგენელი თვისება, რომელიც ცოტამ თუ იცის - აი, რატომ არის იგი "ცოცხალი სათამაშო" ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 993 4-ს მოსწონს
|