x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
რომელი ჭურჭელია ჯანმრთელობისთვის საზიანო? ეს უნდა იცოდეთ
image
დღეს უკვე მრავალგვარი ჭურჭელი იყიდება, მაგრამ ყველას როდი შეიძლება დავარქვათ უსაფრთხო. ეს განსაკუთრებით ეხება იაფფასიან საეჭვო ხარისხის ნაწარმს, რომელიც აზიის ქვეყნებშია ნაწარმოები. ყველა მასალისგან დამზადებული ჭურჭელი როდია სანდო საჭმლის დასამზადებლადა თუ შესანახად.

პლასტმასის ჭურჭელი

ახლა პრაქტიკულად თითქმის ყველა ხმარობს გამჭვირვალე პლასტმასის ჭურჭელს-დაწყებული თეფშებიდან, დამთავრებული კონტეინერებით. ყველა მათგანს აქვს თავისი მოხმარების წესები. მათი დაუცველობის შემთხვევაში თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებთ. პლასტმასის ჭიქები განკუთვნილი არაა ალკოჰოლური სასმელებისთვის, რადგან სპირტს ასეთი მასალისგან გამოაქვს მავნე ნაერთები. კონტეინერებს გააჩნია თავისი ხმარების ვადა, რომლის გასვლის შემდეგ გამოყენება საზიანოა, რადგან ის მავნე ნივთიერებებს გამოყოფს.image

მელამინის ჭურჭელი


შესახედად ფაიფურისას წააგავს, ოღონდ ბევრად მსუბუქია. ის დიდი ხანია აღიარებულია საფრთხისშემცველ ჭურჭლად და აკრძალულია მისი ხმარება, ზოგ ქვეყნებში კი მხოლოდ სილამაზისთვის აქვთ სამზარეულოში.image

სხვადასხვა ლითონის ჭურჭელი

გარეგნულად ისინი ლამაზად გამოიყურება, თუმცა ბევრი მათგანი საშიშია. მაგ: ტეფლონის ქვაბი ან ტაფა ძლიერი გახურებისას გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. მაგრამ რომელსაც ზედაპირი ამოტეხილი აქვს, მაშინვე უნდა გადააგდოთ.

*ალუმინის - აღიარებულია ჯანმრთელობისთვის საშიშად. მჟავასთან, სოდასთან, მარილთან შეხებისას, იცვლით თვისებებს. არ შეიძლება მასში მოხარშოთ მჟავე სადილი, კომპოტი, კისელი, მოხრაკოთ ბოსტნეული.image

* სპილენძის - გათბობის პროცესში გამოყოფს რკინის იონებს, რომლებიც ხვდება საკვებში და მერე ადამიანის ორგანიზმში.

* ფოლადის - რეკომენდირებულია არ შეინახოთ მასში ხანგრძლივად საკვები, რადგან საკვები რეაქციაში შედის ლითონთან.

საერთოდ კი ძნელი მისახვედრია, ჭურჭელი საფრთხის შემცველია თუ არა, მაგრამ ყიდვისას თავი შეიკავეთ, თუ დარწმუნებული არ ხართ მის ხარისხსა და უსაფრთხოებაში.image




9 კულინარიული ხრიკი, რომელიც არაერთჯერ გიშველით



გაზაფხული-ზაფხულის ახალი ტრენდი - ულამაზესი კაბები - ყვავილები, ყვავილები...(+ ფოტოები)


მოაშორეთ ბუზები თქვენს სახლს სამუდამოდ - უსაფრთხო და ბუნებრივი მეთოდი



ბლინები ფქვილის გარეშე - უბრალოდ პირში დნება!


0
524
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
524