სიახლეები ავირიდოთ დაავადებები, რომლებიც ზაფხულის ცხელ ამინდში მწვავდება 2017, 31 მაისი, 9:33 ზაფხული ეს ის დროა, როცა მზე სითბოთი და ენერგიით გვავსებს. ამ დროს ბევრი ჩვენგანი ისვენებს ისეთი ქრონიკული დაავადებებისგან, რომლებიც ცივ, ნესტიან ამინდში გვაწუხებდა, თუმცა არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ზაფხულში მწვავდება. ივნისში სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მოსალოდნელია ტაქიკარდიის გამწვავება, გულის იშემიური დაავადება, ნევრიტი. ამ თვეში ხშირად ემართებათ ინფარქტი. საჭიროა მოვერიდოთ სტრესსა და ნერვიულობას, ახლობლებს მოვექცეთ თბილად. ივლისში მოსალოდნელია ნაწლავების ფუნქციის დარღვევა, კერძოდ: ენტერიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნაწლავის გაუვალობა, კრონის დაავადება. ამ პერიოდში სასურველია აკონტროლოთ თქვენი აღშფოთება, გაუმართლებელია სტრესი, ვჭამოთ ნაკლები რაოდენობის ხორცი. აგვისტო კუჭის დაავადებების გამწვავების პერიოდია, ისეთის, როგორიცაა: ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭის წყლული, დიაბეტი. მიზანშეწონილია შეამციროთ მჟავე და ცხარე საკვების მოხმარება, შეამციროთ ღვიძლის დატვირთვა. იყავით უფრო აქტიური, მაშინაც კი, თუ ძალიან ზარმაცი ხართ. უანგაროდ აკეთეთ კარგი საქმეები, დაეხმარეთ ხალხს და ცხოველებს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არსებობს სპეციფიკური ზაფხულის დაავადებები, როგორიცაა მზის ალერგია (ფოტოდერმატოზი) და სოკო კანდიდა, რომელიც კანშია და მზის ზემოქმედების შედეგად აქტიურდება და იწყებს მოქმედებას. ცხელ ამინდში მოსალოდნელია ორგამიზმის გადახურება, მზის დაკვრა. განსაკუთრებით უჭირთ მათ, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებთ. ხდება ენდოკრინოლოგიური სისტემის დისფუნქცია, განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვლის. თუ გადახურებისგან ადამიანმა გონება დაკარგა, არ უნდა დავიბნეთ, ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა. დაზარალებული მოვათავსოთ ჩრდილში და მივცეთ წყალი. შეიძლება დავუმასაჟოთ ყურები და ფეხები. სამხრეთის რეგიონებში ოფისებში აქტიურად იხმარება კონდენციონერი, რაც ორგანიზმისთვის სასარგებლო არაა. ზაფხულში სასარგებლოა მოვიხმაროთ ორგანიზმის გამაგრილებელი პროდუქტები, როგორიცაა: - დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული; - რძის პროდუქტები (განსაკუთრებით ხაჭო და კეფირი); - პიტნა და ზაფრანა; - შვრია, ხორბალი, ჭვავი, ქერი, ოსპი. 5 უგემრიელესი დაბალკალორიული დესერტი, რომელიც პირში დნება და ზაფხულს გაგიხალისებთ გათავისუფლდი ოფლიანობისგან- ძლიერმოქმედი და იაფი-დაამზადე თვითონ! გაზაფხული-ზაფხულის ახალი ტრენდი - ულამაზესი კაბები - ყვავილები, ყვავილები...(+ ფოტოები) რა უნდა მივირთვათ ვახშმად, რომ წონაში არ მოვიმატოთ და მოვიკლოთ კიდეც 101 5-ს მოსწონს |