x
image
beko777
ხობში საეკლესიო დღესასწაული „დედოფალთან“ ერთად აღინიშნა
image


საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" უკვე ხობშია. ღვთისმშობლის ამ უდიდესი ხატის ჩაბრძანების ორგანიზატორი გახლავთ ხობის ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მოყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსის და საპატრიარქო რეზიდენციის აქტიტორი გოდერძი ბუკია.


სამეგრელოდან აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ამ საეკლესიო კომპლექსში პატრიარქმა 2013 წელს ღამე გაათია და აქედან დალოცა საქართველო.


აღნიშნულ საეკლესიო კომპლექსშივეა მუდმივ მფლობელობაში დავანებული 83 წმინდანის წმინდა ნაწილი, რომლებიც საქართველოში გოდერძი ბუკიასა და მისი მეგობრების დიდი ღვაწლით სპეციალურად ამ კომპლექსისთვის კიევ-პეჩორის ლავრიდან ჩამობრძანდა.
28 მაისს საეკლესიო კომპლექსის და საპატრიარქო რეზიდენციის კურთხევიდან 4 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა მამა იაკობ სურმავამ აღავლინა. ეს დღესასწაული "დედოფალთან" ერთად იზეიმა სამეგრელომ.


image

imageimage

image

image

image





0
202
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0