x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
10 ყველაზე აუტანელი ტკივილი– პირველ ადგილზე მყოფი გაგაკვირვებთ
ყველაფრის ტკივილი ძალზედ აუტანელია და უხსოვარი დროიდან ტიბეტელი ბერები, ძველი ბერძენი პროვიზორები, უბრალოდ ექიმბაშები თუ ხალხური მედიცინის მიმდევრები ეძებდნენ მათთან გამკლავების გზებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მედიცინა საკმაოდ წინაა, მაინც სახელდება აუტანელი ტკივილების ათეული, სადაც თავმოყრილი ტკივილები ერთ–ერთი ყველაზე გაუსაძლისია ტკივლებს შორის. (ჩამონათვალს უკუთვლით დავიწყებ)


image



10. ოპერაციების შემდგომი ტკივილები. ოპერაციების დროს ხშირად ზიანდება ნერვები, რომელსაც მივყავართ მის შემდგომ გაუსაძლის და აუტანელ ტკივილამდე. "ადამიანების უმეტესობა, რომელთაც ოპერაცია გულ–მკერდის არეში გადაიტანეს, ქრონიკული ტკივილებით იტანჯებიან"– ამბობს ამერიკული საზოგადოების, მედიცინის დოქტორი–პრეზიდენტი ექიმი Lynn Webster–ი.



9. კენჭები თირკმელში. ამ მასებისგან, რომელთა ფორმა და ზომა მარცვლიდან მარგალიტის ხელა ბურთულამდე (ზოგჯერ მეტიც) მერყეობს, წარმოქმნილი ტკივილი, საკმაოდ აუტანელი და გაუსაძლისია. ხშირად ტკივილგამაყუჩებელი ინიშნება ტკივილების გასაყუჩებლად და ექიმების რეკომენდაციით პაციენტებს უწევთ ბევრი რაოდენობით წყლის მიღება, რაც კენჭებს შარდთან ერთად გამოდევნის, ტკივილიც შესაბამისად ქრება.



კენჭების ზომაზეა დამოკიდებული მკურნალობის მიდგომა– კვების რაციონის გათვალისწინება, ბევრი სითხე თუ მედიკამენტოზური.



8. ქრონიკული ტკივილები წელის ქვედა არეში. "წელის ქვედა არეში ტკივილები საკმაოდ გაუსაძლისია, რომელიც ადამიანების უმეტეს მათგანს ტანჯავს. ტკივილის სიმძიმე კი ტრავმიდან და თქვენიდანაა გამომდინარე, რამდენად შფოთავთ ან უძლებთ. მკურნალობა კი ფიზიკურ თერაპიას ემყარება, რომელიც ხელს უწყობს კუნთების გაკაჟებას"– აცხადებს სტენფორდის უნივერსიტეტის ექიმი Sean McKee. (შონ მაკკი)image



7. პერიფერიული ნეიროპათია. დიაბეტური ნეიროპათია (პოლინეიროპათია) ნერვის დაზიანების სახეა, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებს ქსოვილების მეტაბოლიზმის დარღვევის შედეგად მთლიანად ორგანიზმის ინტოქსიკაციის გამო წარმოიქმნება. დიაბეტური ნეიროპათიის (პოლინეიროპათიის) წარმოქმნის მთავარი ფაქტორია დიაბეტის თანმხლები ანგიოპათია, რომელიც იწვევს რეგიონალური სისხლის მიმოქცევის დარღვევას.


"ეს ის ტკივილია, რომლის წარმოდგენაც კი საშინელებაა, მუდმივად იაროთ ფეხშიშველმა ბასრ საგნებზე. მკურნალობის მიდგომაც მხოლოდ ვარჯიში და მასაჟებია, რომელიც სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას უწყობს ხელს"– ამბობს ნიუ–იორკის სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორი, სარეაბილიტაციო კათედრის დოცენტი Charles Kim–ი.



6. კიბოთი გამოწვეული ტკივილი. კიბოს დროს ტკივილები დამახასიათებელია როგორც დაავადების მსვლელობისას, ასევე მკურნალობის პროცესში (ქიმიოთერაპიის დროს). ზოგიერთ ონკოლოგიურ პაციენტებში, რომელთა დაავადება პროგრესირებადია, უსაშინლეს ტკივილებს განიცდიან. კიბოს ყველაზე მტკივნეული სახეა: პანკრეასის კიბო, ტვინის სიმსივნე და სარკომა.



5. პოსტჰერპესული ნევრალგია. პაციენტების 10%–ს ჩუტყვავილის მძიმე ფორმის დროს აქვთ ტკივილები. "მას შემდეგ, რაც ჩუტყვავილას გადაიტანთ, მისი გამომწვევი ვირუსი იძინებს თავის ან ზურგის ტვინში, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გააქტიურდეს. როდესაც გამონაყარი ქრება, ზოგიერთ მათგანს რჩება დამწვრობისმაგვარი წვა და ტკივილი კანზე"– ამბობს Sean McKee. (შონ მაკკი)image



4. სამწვერა ნერვის ნევრალგია. ინფექციები, სიმსივნეები და სხვა დაავადებები იწვევევნ სამწვერა ნერვის ტკივილებს, რომლებიც სახიდან ტკივილებს ტვინთან აგზავნიან. "პაცინტები ამ ტკივილს აღწერენ თითქოს სახეზე ცეცხლი უკიდიათ. ახასიათებს პულსირებული ტკივილი, რომელიც ყოველ რამოდენიმე წუთში ერთხელ და ყველაზე ხშირად სახის მარჯვენა მხარეს ჩნდება"– ამბობს Charles Kim–ი.



3. ინტერსტიციული ცისტიტი. ეს არის შარდის ბუშტის ანთება. "პაციენტები ამბობენ, რომ მთელი მენჯები ეწვით, ზოგიერთის შემთხვევა კი დღეში 60–ჯერ მოშარდვით შემოიფარგლება. მკურნალობა ხდება როგორც ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით, ასევე ფიზიკური თერაპიით"– ამბობს Lynn Webster–ი.



2. კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი. კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი ხშირად კიდურის ტრავმის შედეგია, როგორიცაა დარტყმითი დაზიანება, მოტეხილობა ან ამპუტაცია. სხვა მნიშვნელოვანი და მსუბუქი ტრავმები, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა, ინფარქტი, ინფექციები და ზოგჯერ კოჭის დაჭიმვაც კი–შესაძლოა გართულდეს ამ სინდრომით. ემოციური სტრესი ასევე გამამწვავებელი ფაქტორია.

ზუსტად არ არის ცნობილი, რატომ იწვევენ ეს დაზიანებები თუ დაავადებები კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ვითარდება დისფუნქციური ურთიერთკავშირი ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას შორის ანთებით რეაქციებთან ერთად.


სავარაუდოა ასევე, რომ ეს გენეტიკური ფაქტორიც შეიძლება იყოს და ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. image



1. კლასტერული თავის ტკივილი. კლასტერული თავის ტკივილი - ეს არის მოულოდნელი, მკვეთრი ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ ორიენტირებულია ერთი თვალის გარშემო ან თავის მხოლოდ ერთ მხარეს.


კლასტერული თავის ტკივილი ვლინდება ციკლური, ჯგუფური ტენდენდიებით, რაც ამ მდგომარეობის სახელშია გამოხატული. კლასტერული თავის ტკივილი ერთ–ერთი ყველაზე ძლიერია თავის ტკივილის ტიპებს შორის.


კლასტერული თავის ტკივილის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ჰიპოთალამუსის პათოლოგიები ნამდვილად თამაშობს გარკვეულ როლს. ტკივილის შეტევები საათობრივი სიზუსტით ვითარდება და ციკლი ხშირად ემთხვევა წელიწადის დროების ცვლილებას. ეს ტენდენცია მიანიშნებს სხეულის ბიოლოგიური საათის როლზე. ადამიანებში, ბიოლოგიური საათი მდებარეობს ჰიპოთალამუსში, რომელიც თავის ტვინის ცენტრში მოთავსებული რეგიონია.

შაკიკისა და დაძაბვის ტკივილისაგან განსხვავებით, კლასტერული თავის ტკივილი არ ასოცირდება მაპროვოცირებელ ფაქტორებთან, როგორიცაა საკვები, ჰორმონალური ცვლილებები ან სტრესი. ზოგიერთ პაციენტს აქვს აურა ან გულისრევა, შაკიკის მსგავსად.

სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზი მედიკამენტი ნიტროგლიცერინია, რომელიც გულის დაავადებებში ფართოდ გამოიყენება.


ტკივილები გრძელდება კვირები და თვეები და იმდენად გაუსაძლისია, პაციენტები თვითმკვლელობამდეც მიდიან.



P.S. რომელია თქვენთვის ყველაზე გაუსაძლისი ტკივილი? ჯანმრთელობას გისურვებთ!




იხილეთ აგარეთვე:


აი რატომ გაწუხებთ თავის, წელისა და სხვათა ქრონიკული ტკივილები

როგორ გავარკვიოთ რა გვტკივა?


2
2509
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2509
  
2017, 26 მაისი, 15:24
სამშობიარო ტკივილები არ გამომიცდია, საკეისრო კვეთით გავაჩინე, რომელიც საჭირო გახდა, არ დამიგეგმავს და რადგან ამბობენ, ასეც იქნება, მეც გამიკვირდა ამ სიაში რომ არ მოხვდა. მადლობა კარგი შეფასებისთვის აჩიკუნა.
2017, 26 მაისი, 12:05
როგორც ვიცი ყველაზე აუტანელი ტკივილი, რისი ატანაც პრაქტიკულად შეუძლებელია არის მშობიარობის დროს... სტატია, როგორც ყოველთვის "სუპერ".
0 1 2