x
image
ალექსანდრე ლექსო
პიკასოს "გერნიკა" 80 წლისაა

1937 წლის მაისში შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ომის საწინააღმდეგო ნახატი – პაბლო პიკასოს "გერნიკა"

გერნიკაში მხატვარი არ იყო ნამყოფი, მაგრამ მისმა განადგურებამ შეძრა იგი. რამდენიმე დღეში ნამდვილი ფერწერული შედევრი შექმნა: სუბიექტური ასოციაციები დოკუმენტურ ფოტოზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა.


image


1937 წლის 26 აპრილს გერმანულმა ესკადრილიამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობას. დანგრეულ ქალაქის 5 000 მცხოვრებიდან 2 000 დაიღუპა.



image


შთამბეჭდავი ზომების (3, 5X7, 8 მ.) ტილოს დახატვა მხატვრის რეაქცია იყო უდანაშაულო ხალხის დაღუპვაზე. იმ დროისთვის მხატვრის შემოქმედებაში დომინირებდა ხარის თემა, როგორც დამანგრეველი ძალის, ომის, სიკვდილის, ჰაოსის სიმბოლოსი.


image


პირველ დღეებში მხატვარი მოლბერტთან 12 საათზე მეტს ატარებდა. ალბათ პიკასოს ადრეც ქონდა მსგავსი რამ ჩაფიქრებული, ამიტომ მუშაობა ასე სწრაფად მიმდინარეობდა. ოსტატს თვეზე ნაკლები დასჭირდა "გერნიკას" შესაქმნელად.


image


მხატვარი ადამიანთა სასოწარკვეთას, აგონიას, მრისხანებას გადმოგვცემს მხატვრული სახეების ასოციაციური კავშირებით.


image


აქ აგრეთვე არის თავისებური წინააღმდეგობა, სურათი ხომ შავ – თეთრ ფერებშია, როგორც დღე და ღამე, სიცოცხლე და სიკვდილი. სახეები მკვეთრია, მაგრამ მარტივად არის გადმოცემული, მხოლოდ ზოგადი შტრიხები.


image
მამაკაცისა და დედის, რომელსაც ხელში მკვდარი შვილი უჭირავს, სახეები – მხოლოდ ღია, მყვირალი პირი, ცხვირის ნესტოები და შუბლზე ასული თვალები. ეს სასოწარკვეთილებისა და საშინელების გრიმასი სიკვდილისა და ნგრევის ნიღაბი არ არის?

კონტრასტულია აგრეთვე მკვდარშვილიანი დედისა და ხარის სახება. ტანჯვა და გულგრილობა მთელი სურათის ძირითადი ხაზია. უწყალო ძალის გულგრილობა, მშრალი თვალები, ქედმაღლობა დაღუპულების მიმართ...


image


სურათში ბოროტება პერსონიფიცირებული არაა, მნახველი ვერ ხედავს ამ საშინელების მიზეზს. სადღაც შორს ცეცხლის ენებია, მაგრამ არც ბომბები და არც ნანგრვები არ ჩანს.


image
პიკასომ ამ ტილოთი მოვლენებს გაუსწრო, ომი რომელმაც მთელი მსოფლიო ჩაითრია ხომ შემდეგ დაიწყო. შემდგომში ხარის სახება ფაშიზმთან გაიგივდა, რომლისთვისაც უცხოა თანალმობა და საერთოდ სიცოცხლე.


image

image
დორა მაარის ფოტოებმა შემოგვინახა ტილოზე მუშაობის სტადიები და მრავალრიცხოვანი ეტიუდები, აგრეთვე თავად პიკასოს პორტრეტები მუშაობის პროცესში.


image


დორამ, როგორც მხატვარმა და ფოტოგრაფმა კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა ეს ტილო პიკასოსა და მომავალი თაობებისათვის. მისი წყალობით ჩვენ საშუალება გვაქვს ვნახოთ "გერნიკაზე" მუშაობის სტადიები და პიკასო პარიზში, Grands-Augustins –ის ქუჩაზე მდებარე თავის სახელოსნოში.



image

image


image
image

0
897
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
897
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0