x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მეცნიერებმა პატრონებისადმი კატების და ძაღლების სიყვარულის დონეები შეადარეს და ორმაგად გაკვირვებულები დარჩნენ
image


ჩვენ ამას ყოველთვის ვეჭვობდით, ახლა კი სამეცნიერო მტკიცებულებაც გვაქვს. მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ ვის უფრო მეტად უყვარს პატრონი — კატას თუ ძაღლს?

ჩვენ ადრე უკვე გვქონდა საფუძვლიანი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ძაღლებს უფრო მეტად უყვართ პატრონები, ვიდრე კატებს – ამბობს კვლევის ავტორი, პოლ ზაკი. – რამდენიმე პატარა კვლევამ აჩვენა, რომ, როდესაც ადამიანი თავის ძაღლს ეთამაშება, პატრონის და ძაღლის ორგანიზმში ჰორმონი ოქსიტოცინი გამომუშავდება — სიყვარულის მთავარი ჰორმონი ძუძუმწოვრებში. ამ ჰორმონს ტვინი მაშინ გამოიმუშავებს, როდესაც ადამიანი ვიღაცაზე ზრუნავს და მაშინაც, როდესაც ის მისთვის საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მეუღლეს ან შვილს ხედავს. ადამიანის ორგანიზმში ასეთ დროს, ოქსიტოცინის დონე 40–60%-მდე იზრდება.
ხდებოდა, თუ არა, ამ ჰორმონის გამომუშავება კატის ორგანიზმში, აქამდე უცნობი იყო. და აი, მეცნიერებმა შედარებითი ტესტები ჩაატარეს:
10 კატას და 10 ძაღლს ნერწყვის ანალიზი აუღეს, პატრონთან 10 წუთიანი თამაშის წინ და თამაშის შემდეგ. როგორც გაირკვა, თამაშის შემდეგ, ძაღლის ორგანიზმში ოქსიტოცინის დონე 57, 2%-მდე იზრდება, ხოლო კატების ორგანიზმში — მხოლოდ 12%-მდე, ანუ თითქმის 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ძაღლების შემთხვევაში!
მკვლევარები ამბობენ, რომ ისინი სასიამოვნოდ გაკვირვებულები იყვნენ ორი რამით: ჯერ ერთი, იმით, რომ ოქსიტოცინის დონე ძაღლებს ასეთი მაღალი ჰქონდათ და მეორეც – რომ კატებს ის საერთოდ გააჩნდათ. ზოგიერთები თვლიან, რომ კატებს საერთოდ არ უყვართ ადამიანები. ჩატარებულმა ექსერიმენტმა კი დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის.
რაც შეეხება სხვაობას კატებისა და ძაღლების ემოციებს შორის, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ ადამიანმა ძაღლი ბევრად უფრო ადრე მოაშინაურა, ვიდრე კატა. გენეტიკური კვლევის თანახმად, ძაღლების მოშინაურების პროცესი 30 000 წლის წინ დაიწყო, ხოლო კატების – დაახლოებით, 10-12 ათასი წლის წინ, ანუ თითქმის 20 000 წლით გვიან.
image

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageრატომ არ უყვართ ძაღლებს და კატებს ერთმანეთი?

რას ნიშნავს – იყო კატა? მეცნიერებმა კატებზე დაკვირვების უახლესი შედეგები გამოაქვეყნეს

კატები ომში. პატარა დიდი გმირები


მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კატა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

შინაური ცხოველების როლი ბავშვის აღზრდაში

7 მითი ცხოველების შესახებ, რომლისაც სკოლის ასაკიდან გვჯერა

15 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყოლიოთ სახლში კატა

გასაოცარი ისტორია

0
1207
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0