x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138454
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
რა უნდა მივირთვათ ვახშმად, რომ წონაში არ მოვიმატოთ და მოვიკლოთ კიდეც
image
ალბათ ყველას გაგვიგია, რომ ექვსის მერე არ უნდა ვჭამოთ, მაგრამ ყველა რჩევას არაა საჭირო ყურადღება მივაქციოთ. ვახშამი აუცილებლად გვჭირდება, თუმცა მთავარია რას ვჭამთ, თანაც ვჭამოთ ისე, რომ წონაში დავიკლოთ.

1. ფრინველის ხორცი

ორთქლზე ან გრილზე მომზადებული ქათმის ან ინდაურის ხორცი ნოყიერი და კალორიული ვახშამია. ის უზრუნველყოფს მშვიდ ძილს, რადგანაც თეთრი ხორცი შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც ძილის განწყობას იმაზე მეტად გვიქმნის, ვიდრე ბალახეულის ჩაი. მთავარია არ გადავაჭარბოთ და არ ვჭამოთ 130 გრამზე მეტი, თანაც არავითარ შემთხვევაში შემწვარი ხორცი.

2. თევზი


ზღვის თევზი თავისი შეთვისების უნარით არაფრით ჩამოუვარდება ფრინველის ხორცს. უნდა ჭამოთ დაძინებამდე სამი საათით ადრე. ამ დროში თქვენ მოასწრებთ მონელებას და ღამის კოშმარი აღარ შეგაწუხებთ.image

3. კალმარები

ისინი ყველაზე დიეტური ზღვის პროდუქტებია, ამავე დროს მდიდარია ცილებით და იოდით, სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციონირებისთვის. ვახშამზე სასურველია მოშუშული ან მოხარშული კალმარი ცხიმის გარეშე.

4. კვერცხი

კვერცხის ჭამა ძალიან სასარგებლოა დილით, თუმცა ვახშმადაც გამოდგება, განსაკუთრებით ბოსტნეულთან ერთად. უკეთესი იქნება, თუ ცილას შევჭამთ, გულს კი დილისთვის გადავინახავთ.

5. ოსპი

თუ ვეგეტარიანელი ხართ, ბოსტნეულს უნდა მივმართოთ და სასურველია თუ უპირატესობას შავ ოსპს მივანიჭებთ, ხარშეთ მხოლოდ 5 წუთი.

6. მწვანე ბოსტნეული

სალათის ფოთლები, კიტრი ან წიწაკა-ისინი ყველა დაბალკალორიულიადა უჯრედისს შეიცავს. შეგიძლიათ მიირთვათ 200-250 გ. მწვანე ბოსტნეული. ამით ორგანიზმი მომარაგდება წყალში ხსნადი ვიტამინებით, რომლებიც ბოსტნეულშია და სასარგებლოც იქნება, რადგან უჯრედების ფორმირება ღამით ხდება. image

7. წიწიბურა

როგორი სასარგებლოც არ უნდა იყოს, ნუ გავთამამდებით, თუმცა რამდენიმე კოვზი ცხიმის გარეშე სავსებით დასაშვებია.

8. ხაჭო

ხაჭო უმჯობესია მივიღოთ ყოველგვარი დანამატების გარეშე-არც შაქარი, არც არაჟანი. ისიც 5%-იანზე მეტად ცხიმიანი სასურველი არ არის. ხაჭოს ბლინები კი დილისთვის შემოინახეთ.image

9. გოგრის თესლი

მისი საღამოს ჭამა არ ღირს, თუმცა მისი დამატება ხაჭოს ან ბოსტნეულის სალათზე დასაშვებია.

10. მწვანე ვაშლი

ისინი ზოგს შიმშილის გრძნობას უკლავს, ზოგს პირიქით, აშიებს. ნებისმიერ შემთხვევაში შემწვარი სახით უკეთესად შეითვისება ორგანიზმის მიერ. image

ბლინები ფქვილის გარეშე - უბრალოდ პირში დნება!



სასწაულმოქმედი ტაიტური დიეტა. 6 კგ. ერთ კვირაში

პროდუქტები, რისი ჭამაც სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ

როგორ მოვიშოროთ ქონი მუცლის, გვერდების და წელის არიდან

0
1107
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1107