სხვა ცაცხვი, უნიკალური მცენარე, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია 2017, 22 მაისი, 19:12 ცაცხვი, როგორც სამკურნალო ისე უამრავი სასარგებლო თვისებებით გამორჩეული მცე- ნარეა. სწორედ ამიტომ ის ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ მედიცინაში. ასევე სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. ცაცხვის ქერქი შეიცავს ტრიტერპენულ შენაერთებს. ქერქს ზამთარში იღებენ, აშრობენ, ახმობენ, აქუცმაცებენ ან ფქვავენ.იყენე- ბენ ნაყენის ან ნახარშის დასამზადებლად. ნორჩი ცაცხვის ქერქი მოხარშვისას გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოსმაგვარ ნივთიერებას, რომელიც ეფექტურია პოდაგრის, ბუ- ასილისა და დამწვრობების სამკურნალოდ. პრეპარატები, რომლებიც ცაცხვის ყვავილი- საგან მზადდებიან, გამოირჩევიან შარდმდენი და ოფლმდენი მოქმედებით, კუჭის წვენის გამოყოფის გაძლიერებით, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრე- ციას, აადვილებს ნაღვლის გამოყოფას. აღნიშნულ პრეპარატებს გააჩნია აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო და დამაწყნარებელი მოქმედება.მათ წარმატებით იყენებენ როგორც სიც- ხის დამწევ და ბაქტერიციდულ საშუალებებს სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს. რეკომენდებულია გასტრიტის, გრიპის, ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს, პი- რისა და ყელის გამოსავლებად გინგივიტის, ლარინგიტის, სტომატიტის დროს. ცაცხვის ყვავილების ნაყენი, ე.წ. ცაცხვის ჩაი, სასიამოვნო არომატითა და სამკურნალო თვისებე- ბით გამორჩეული სასმელია. ეს ჩაი ცხელი სახით უნდა მიირთვათ ძილის წინ. სამკურ- ნალოა ცაცხვის ფოთოლიც. წინათ მას კომპრესის სახით თავზე იფენდნენ თავის ტკივი- ლის დროს. ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებული ადგილი აქვს ცაცხვის ნაცარს, რომ- ელიც მიიღება ცაცხვის გამხმარი ტოტებისა და ქერქისაგან. ნაცრით მკურნალობენ კვე- ბით ინტოქსიკაციას, ფილტვების ტუბერკულოზს, ფაღარათს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს, ღია სისხლმდენ ჭრილობებს.ცაცხვისაგან იღებენ კუპრს, რომლითაც მკურ- ნალობენ ეგზემას. მას კანის დაზიანებულ უბნებზე უსვამენ. ხველის დროს პაციენტს ზურგზე აფენენ კუპრით გაჟღენთილ ნაჭერს. 1503 7-ს მოსწონს
|