x
image
დათო შაროვი
გინდათ გაიძლიეროთ იმუნიტეტი? ეს მცენარე სწორედ ამაში დაგეხმარებათ!
image


აღმოსავლეთის ქვეყნებში უძველესი დროიდან რეჰანს სასწაულებრივ თვისებებს მიაწ-

ერდნენ. სწორედ მისი მეშვეობით ძველი მკურნალები სხვადასხვა დაავადებს ებრძოდ-

ნენ.რეჰანის უამრავი მრავალსახეობა არსებობს და ყველას სამკურნალო თვისებები გაა-


ჩნია. ეს მისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობით აიხსნება. რეჰანის წვენი შეიცავს ეთერზეთებს, ფიტონციდებს, კაროტინს, რუტინს, ვიტამინებს. ამიტომაც მისი ექსტრა-

ქტი დღეს წარმატებით გამოიყენება არა მხოლოდ ფარმაცევტულ, არამედ პარფიუმერულ მრეწველობაშიც. რეჰანი უამრავი ხალხური რეცეპტის ძირითადი კომპონენტია, რომელ-

იც კაცობრიობას სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებაში ეხმარება.მაგალითად, რეჰანს გააჩნია შესანიშნავი ანტისპაზმატიური თვისებები და ამიტომ ძველი დროიდან გამოი-

ყენება კუნთებისა და სისხლძარღვების მოდუნებისთვის. ძლიერი თავის ტკივილის დროს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვების სპაზმებით, საკმარისია მიიღოთ მცე-

ნარის რამდენიმე ღერი და 5-7 წუთში შესამჩნევ გაუმჯობესებას იგრძნობთ. თუ გაწუხ-

ებთ კუნთების კრუნჩხვები და სპაზმები, შეტევის დროს ეფექტურია რეჰანის წვენის შე-

ზილვა, რომელიც სწრაფად მოგიხსნით უსიამოვნო შეგრძნებებს. ამის გარდა, ვისაც სურს აღადგინოს ძალები და გაიძლიეროს იმუნიტეტი, სახალხო მკურნალები გვირჩევენ ყო-

ველდღიურად ყოველ ჭამამდე მივიღოთ 50 მლ ახლადგაწურული წვენი 10-12 დღის განმავლობაში. ეთერზეთების დიდი შემცველობის წყალობით რეჰანის წვენი წარმატე-

ბით შეიძლება გამოიყენოთ შარდსასქესო გზების ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, კუჭნაწლავის მუშაობის ნორმალიზების და თირკმელებიდან კენჭების გამოდევნისას. თირკმელებში კენჭების დროს მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია. თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო, რეჰანის ნაყენი ეფექტურია გაციების, მაღალი სიცხის, ძლიერი ხველების, თვალების ანთებითი პროცესების, ღრძი-

ლების ანთებისა და კბილის ტკივილის დროს: 1 ს.კ. გამხმარ რეჰანის ფოთლებს დაას-

ხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30-40 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. ძლიერი გაციების და ხველების დროს მიიღეთ ½ ჭიქა თბილი ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ხოლო თვალებისა და ღრძილების ანთების დროს გამოიყენეთ სავლების სახით. დეპრესიებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც მუდმივად იმყოფება სტრესის ქვეშ რეკომენდებულია რეჰანის ფოთლების დამატება ჩვეულებრივ ჩაიში, ვინაიდან ეს მცენარე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია და აქედან გამომდინარე არა მხოლოდ ხსნის დაღლილობას, არამედ აუმჯობესებს განწყობას.მეცნიერების მიერ დამ-

ტკიცებულია, რომ თავისი ეფექტურობით ამ სასწაული მცენარის ერთი ფინჯანი ჩაი უდრის შავი შოკოლადის რამდენიმე ფილას. ყველა სასწაულმოქმედი თვისებების მიუ-

ხედავად, რეჰანი არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის და ბავშვებისთვის 7 წლამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას!

1
476
7-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
476
  
2017, 29 მაისი, 12:19
მაგიჟებს რეჰანის სუნი, გემო და ახლა უფრო შემიყვარდა)
0 1 1