x
image
ნინო დვალაშვილი
გაწმინდეთ რბილი ავეჯი და ლეიბები სწრაფად და მარტივად!!!


image

თანამედროვე ბაზარზე უამრავი სახის საწმენდი საშუალებები მოიპოვება, თუმცა ისინი ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიკატებს შეიცავენ. თქვენს სამზარეულოში კი ადვილია ყოვლად უსაფრთხო საწმენდი საშუალების პოვნა. ჩვენ გირჩევთ საკვები სოდის, როგორც საწმენდი საშუალების გამოყენების ხერხებს. ამ მეთოდით ლეიბის გაწმენდაც შეგიძლიათ. იოდი გააქრობს ოფლის სუნს, მოაშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, მტვერსა და სუნს. თავდაპირველად მტვერსასრუტის დახმარებით გაწმინდეთ ლეიბი, შემდეგ კი ერთი შეკვრა სოდა დაყარეთ მასზე. დატოვეთ ასე რამდენიმე საათი, უმჯობესია თუ მთელი დღე ასე დატოვთ. მეორე დღეს კი, ისევ მტვერსასრუტის დახმარებით მოაშორეთ ზედაპირიდან სოდა.

image



რბილი ავეჯის გასაწმენდად- 1 სუფრის კოვზ სოდას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დაუმატეთ 4-5 სუფრის კოვზი, 9%-იანი ძმარი. ნაზავი დაიწყებს აქაფებას თქვენ ეს სითხე ე.წ"პულივიზატორში" უნდა მოათავსოთ. მტვერსასრუტით გაწმინდეთ რბილი ხალიჩა ან ავეჯი, შემდეგ სპრეის დახმარებით დაასხით სითხე 5-10 წუთი გააჩერეთ და რბილი ღრუბლის ან ნაჭრის დახმარებით გაწმინდეთ. თუ პირველ ჯერზე გარკვეულ ადგილებში ავეჯი არ გაიწმინდა, შეგიძლიათ თავიდან სცადოთ. ოღონდ დარწმუნდით რომ ქსოვილი სითხით არ იყოს გაჟღენთილი.

გაითვალისწინეთ: სოდისა და ძმრის ნარევი ნებისმიერი ქსოვილის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ, გარდა ნატურალური ქსოვილისა.



სოდის გამოყენების უპირატესობანი:

დაბალი ფასი;
სრულიად არატოქსიკურობა;
შთანთქავს ჭუჭყსა და ტენს;
სპობს უსიამოვნო სუნს;
ბევრი მიკროორგანიზმის განადგურება შეუძლია.









იხილეთ აგრეთვე:


გაწმინდეთ გაჭედილი მილები სწრაფად და მარტივად!


თქვენი პირსახოცი ყოველთვის ახალივით იქნება! გამოიყენეთ ეს საშუალება!


სოდა, იოდი და მარილი -თქვენი ჯანსაღი ფრჩხილების საიდუმლო


სოდიანი წყლით სიმსივნისა და სოკოს მკურნალობა!

0
1354
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0