მუსიკა ქართველი გოგონას ტრიუმფი აშშ-ში _ მომღერალი Salio Music Award-ის აკადემიის გამარჯვებული გახდა 2017, 21 მაისი, 16:27 ![]() Salio -ს კომპოზიცია "I Know You Know Me" მუსიკალური აკადემიის პრემიის კონკურსზე საუკეთესო პოპ-სიმღერად დასახელდა. პოპულარული ქართველი შემსრულებლის სალომე კორკოტაშვილის (ფსევდონიმიSalio ) სიმღერამ აშშ-ში (Akademia Music Award) მუსიკალური აკადემიის პრემიის მაისის კონკურსში გაიმარჯვა. მუსიკალური აკადემიის პრემიის კონკურსი ლოს-ანჟელესში (კალიფორნიის შტატი) დაარსდა და ემსახურება მთელს მსოფლიოში პერსპექტიული მუსიკოსების მხარდაჭერას. ![]() „მე გავიმარჯვე! ასზე მეტი მუსიკოსიდან ამარჩიეს! სიმღერა იტრიალებს ლოს-ანჟელესში, ნეშვილზე, ნიუ-იორკში და ლონდონში“, _ წერს კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე. სალომეს კომპოზიციამ გაიმარჯვა ნომინაციაში „ საუკეთესო პოპ-სიმღერა“, „საუკეთესო ცოცხალი შესრულება“ . Salio -ს კომპოზიციას ეწოდება "I Know You Know Me", რაც ითარგმნება ასე „ მე ვიცი, რომ შენ მე მიცნობ“. ამავე სიმღერით Salio მონაწილეობას ღებულობს კიდევ ერთ ონლაინ- კონკურსში Hottest Song Contest. „პრემიის“ ჩარჩოებში ქართველი შემსრულებელი წარდგენილი იქნება ასევე „წლის მსახიობი“-ს ტიტულზე, რომელიც შედგება 2018 წელის გაზაფხულზე აკადემიის გალა-კონცერტზე. 2016 წლის დეკემბერში სალომე კორკოტაშვილმა საკუთარი სიმღერით "Wayside" შტატ მერილენდში ხმისჩამწერი სტუდიის ( მფლობელები პროდიუსერები სტივენ ჯოზეფ ანტონელი და ნეით ლანზინო) ამერიკულ კონკურსში გაიმარჯვა. მომღერალმა პრიზად მიიღო შესაძლებლობა ჩაწეროს სიმღერა ამერიკულ ხმისჩამწერ სტუდიაში SongBuilder Studios-ში. კომპოზიცია აშშ-ს ტერიტორიაზე ასამდე რადიოსადგურის ეთერში გადაიცემოდა. სხვადასხვა წლებში სტუდიასთან SongBuilder Studios მუშაობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან პოპ-შემსრულებელი მაილი საირუსი, ფოლკ-მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინი და როკ-ჯგუფი The Smashing Pumpkins. სალომე კორკოტაშვილი - საქართველოში საკმაოდ ცნობილი მომღერალია, რომელიც ასრულებს პოპ და ნეოსოულის სტილის სიმღერებს. ის სწავლობდა ბოსტონში (აშშ, შტატი მასაჩუსეტსი) ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში, მონაწილეობდა საქართველოს „ევროვიზია 2008“-ს ნაციონალურ კონკურსში და მღეროდა შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ბათუმში 2016 წელს. მას შემდეგ, რაც სალომე მეორედ გათხოვდა ბრიტანელზე - პროფესორ რიჩარდ ჰოვარდზე - გოგონა ცხოვრობს და აქტიურად აწყობს თავის მუსიკალურ კარიერას ლონდონში. იხილეთ ასევე: 1. რა არ უყვართ უცხოელებს საქართველოში! 2. თბილისის სექს-ტურიზმით აღფრთოვანებული მოსკოველი ჟურნალისტი (ქალბატონი) 226 11-ს მოსწონს
|