კერძები ხორცისაგან ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ შესაძლოა ძეხვი საერთოდ აღარ შეიძინოთ! 2017, 20 მაისი, 17:46 "ბეკონი, ჰოთ-დოგი და დამუშავებული ხორცი ხშირ შემთხვევაში იწვევს კიბოს" - გვაფრთხილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბეკონი, ძეხვი და სხვა დამუშავებული ხორცი შესაძლოა მივიჩნიოთ სხვა მავნე ნივთიერებების მსგავს პროდუქტებად, როგორებიცაა სიგარეტი და აზბესტი. ორგანიზაციის ბოლო ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გარდა დამუშავებული ხორცისა, ასევე წითელ ხორცსაც შეუძლა გამოიწვიოს მძიმე დაავადებები და მათ შორის კიბოც. ახალ კვლევაში ჩართულია 20-მდე მეცნიერი, რომლებიც მოწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ისინი სწავლობენ ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზებს. ისინი აქტიურად ეცნობიან დამუშავებული ხორცისა და წითელი ხორცის თვისებებს და ადასტურებენ, რომ ეს პროდუქტები შეიცავს დაახლოებით 16-ზე მეტი ტიპის კიბოს უჯრედებს. მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ წითელი ხორცი შეიცავს დაავადების დაბალ რისკებს, მაგრამ იგი მაინც მიიჩნევა საშიშ პროდუქტად. მეცნიერებს მაგალითად მოჰყავთ 2011 წელს ჩატარებული კვლევა, სადაც მათ ჩაატარეს საფუძვლიანი მაგალითი და შეისწავლეს 28 ტიპის მოხმარების ხორცი. შედეგების თანახმად დადგინდა რომ ყოველ მირთმეულ 100 გრ წითელ ხორცზე სწორ ნაწლავისა და მსხვილნაწლავის კიბოთი დაავადების რისკი არის 17%. ამავდროულად, 50 გრ დამუშავებული ხორცის ყოველდღიური მიღება რისკს ზრდის 18%-ით. მღრღნელებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხორცის მიღება ზრდის ორგანიზმში ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნას, მათ შორის რკინისა და ქიმიური ბიოპროდუქტის შემცვლელ ნივთიერებებსაც, რომელიც შემდგომში იწვევს ნაწლავის ქსოვილის ოქსიდაციურ დაზიანებას. ანგარიშში ასევე ნთქვამია: მაღალ ტემერატურაზე მომზადებული ხორცი ან მწვადი შეიცავს უფრო მეტ ქიუმიურ ნივთიერებებს ვიდრე სხვა დანარჩენ შემთხვევაში მომზადებული ხორცი". როგორც გაზეთი "The Guardian" წერს, ახალი პოზიციის მიხედვით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მზადაა გადადგას ნაბიჯები, იმისათვის, რომ ეს საზოგადოება ინფორმირებული იყოს ამ კვლევების შედეგების შესახებ და ისინი აპირებენ შეიმუშავონ გეგმა, რომლის მიხედვითაც სამომავლოდ იხემძღვანელებენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ფონდი ეთანხმება ყველა ექსპერტის მოსაზრებას, მაინც საბოლოო დასკვნა ბოლომდე მიყვანილი არ არის. საქონლის მწარმოებლები მზად არიან უარყონ ყველა განცახება რომელიც მათ მიმართ საზიანო იქნება, შესაბამისად მათ მიაჩნიათ, რომ არ არსებობს ამის ოფიციალური მტკიცებულება. ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 1 - ყოველდღე მოათავსეთ ერთი ჭიქა წყალი საწოლის ქვეშ და გაკვირვებულნი დარჩებით 2 - გაფრთხილება ქალებს! ეს გოგონა სიკვდილს გადაურჩა, ყველაფერი კი თმის საღებავის ბრალი იყო 3 - ზედმიწევნით შეასრულეთ ეს რჩევები და თქვენი ტექნიკა არასდროს დაზიანდება 4 - თუ თქვენ ხშირად იკვნეტთ ფრჩხილებს, აი რას ნიშნავს ეს! 5 - რა მოხდება თუ დღეში ერთცალ კიტრის მწნილს მივირთმევთ? 511 6-ს მოსწონს
|