x
image
ვიზა კოხაძე
გამოძიებამ დაადგინა ის პირები, ვისგანაც ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი შეიძინა

imageროგორც ვიცით, გამოძიება დეკანოზ გიორგი მამალაძეს დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარების მიზნით მკვლელობის მომზადებას ედავება.„ციანიდის საქმეში დევს დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტიმური ვიდეომასალა, რაც მის პირად ცხოვრებას ეხება, ასევე ეხება მესამე პირს. საქმეში ისეთი დეტალებია, რაც ეწინააღმდეგება სასულიერო პირის ზნეობრივ სტანდარტებს“, - განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა.თუმცა პროკურორი ჯარჯი წიკლაური საპირისპიროს ამბობს და აცხადებს, რომ ადვოკატებმა იცრუეს და პროკურორ ვექილიანის განცხადებას სხვა ინტერპრეტაცია მიეცა.

დღევანდელ პროცესზე გახდა ცნობილი, რომ გამოძიებამ ნაყოფიერად იმუშავა და ახლახანს დაადგინა ის პირები, ვისგანაც დეკანოზმა მამალაძემ ე.წ. ციანიდი შეიძინა.

ციანიდის საქმის სახელმწიფო ბრალმდებლები სასამართლოსგან პროცესის საჯარო განხილვის დახურვას ითხოვენ. მათი შუამდგომლობით საქმეში დევს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა, რისი გასაჯაროვებაც, შესაძლოა მედიის მხრიდან არასწორად მოხდეს.

image

ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის თქმით, ის მანქანაში ჩაჯდომისთანავე დააკავეს, ისე, რომ არაფერი აუხსნეს და არა აეროპორტში, როგორც აქამდე იყო საზოგადოებისთვის ცნობილი.ამის შესახებ დეკანოზმა საქალაქო სასამართლოში დღეს განაცხადა. აი, რას ამბობოს ბრალდებული დეკანოზი სასამართლო პროცესზე: - „მე ჩავჯექი მანქანაში, რამდენიმე წამში მოხდა ჩემი აუხსნელად შებოჭვა. ვკითხულობდი, თუ რა ხდებოდა. ჩხრეკა მოხდა პროკურატურაში და არავითარი განმარტება არ მოუციათ. არ მარეკინებდნენ ადვოკატთან ან ვინმესთან. მეუბნებოდნენ, ხან პატრიარქის მოკვლას ვგეგმავდი, ხან რომელიღაც სასულიერო პირის - ჩვენებაში დავაფიქსირე ეს ყველაფერი“.
ე.წ. ციანიდის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით შესვენებამდე შუამდგომლობის განხილვა საჯაროდ მიმდინარეობდა.რა გადაწყვეტილებას მიიღეს მოსამართლე შესვენების შემდეგ, ცოტა ხანში გახდება ცნობილი. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის პირველი პროცესი მიმდინარეობს.imageპროცესზე შეუძლოდ გახდა დედა სიდონია, რომელიც სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა.საპარტიარქოდან კი პროცეს ედიშერ ქარჩავა ესწრება.ცნობისათვის, საქმეს განიხილავს ე.წ." კაბელების საქმის" მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი.



0
387
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0