x
image
ვიზა კოხაძე
მსოფლიოს უმდიდრესი მოდელის - ჟიზელ ბიუნდჰენის პირადი დაცვის წევრები მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს

imageმსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი, როგორც დაინტერესებული საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ჯერ კიდევ 4 წლის წინ დაქორწინდა ამერიკელ სპორტსმენზე ტომ ბრედზე.

მოგეხსენებათ, მოდელი დაქორწინებამდე ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავ ლეონარდო დიკაპრიოსთან, მაგრამ მათ ხანგრძლივ ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა და აღიარებულმა სუპერ მოდელმა თავისი მომავალი ცხოვრება ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს დაუკავშირა. პომპეზური და გრანდიოზული იყო მათი ქორწილი, რომელიც 4 წლის წინ გაიმართა. თუმცა დღეს მსოფლიო პრესა აქტიურად იხილავს საკითხს წყვილის ქორწილში მომხდარი მკვლელობის მცდელობის შესახებ გაცრცელებულ ინფორმაციას. საქმე ეხება ჟიზელ ბიუნდჰენისა და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავ - ტომა ბრედის პირადი დაცვის ორ წევრს.

image
კოსტა - რიკის სასამართლომ განიხილა წყვილის ქორწილის დროს მომხდარი ორი ფოტოგრაფის მიმართ მიყენებული ზიანის შესახებ. სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ ქორწილში მისული ფოტოგრაფები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, მიუხედავად არა ერთი გაფრთხილებისა დაცვის მხრიდან, მაინც შეუპოვრად აგრძელებდნენ საქორწილო ფოტოების გადაღებას, რასაც მოჰყვა დაცვის მხრიდან მოთხოვნა ფოტოების უკან დაბრუნებისა, რასაც უგულებელყოფა მოჰყვა და სწორედ ამ დროს დაცვის წევრებმა გახსნეს ცეცხლი მათი მისამართით.

imageimageimageკოსტა - რიკის სასამართლომ იმსჯელა და მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციის მუხლით მოხდა დამნაშავეების გასამართლება. სასამართლომ მათ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.image

0
83
12-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0