სისხლის სამართალი გამოძიებამ დაადგინა ის პირები, ვისგანაც ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი შეიძინა 2017, 19 მაისი, 14:50
დღევანდელ პროცესზე გახდა ცნობილი, რომ გამოძიებამ ნაყოფიერად იმუშავა და ახლახანს დაადგინა ის პირები, ვისგანაც დეკანოზმა მამალაძემ ე.წ. ციანიდი შეიძინა. ციანიდის საქმის სახელმწიფო ბრალმდებლები სასამართლოსგან პროცესის საჯარო განხილვის დახურვას ითხოვენ. მათი შუამდგომლობით საქმეში დევს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა, რისი გასაჯაროვებაც, შესაძლოა მედიის მხრიდან არასწორად მოხდეს. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის თქმით, ის მანქანაში ჩაჯდომისთანავე დააკავეს, ისე, რომ არაფერი აუხსნეს და არა აეროპორტში, როგორც აქამდე იყო საზოგადოებისთვის ცნობილი.ამის შესახებ დეკანოზმა საქალაქო სასამართლოში დღეს განაცხადა. აი, რას ამბობოს ბრალდებული დეკანოზი სასამართლო პროცესზე: - „მე ჩავჯექი მანქანაში, რამდენიმე წამში მოხდა ჩემი აუხსნელად შებოჭვა. ვკითხულობდი, თუ რა ხდებოდა. ჩხრეკა მოხდა პროკურატურაში და არავითარი განმარტება არ მოუციათ. არ მარეკინებდნენ ადვოკატთან ან ვინმესთან. მეუბნებოდნენ, ხან პატრიარქის მოკვლას ვგეგმავდი, ხან რომელიღაც სასულიერო პირის - ჩვენებაში დავაფიქსირე ეს ყველაფერი“.
387 3-ს მოსწონს
|