იარაღი და ტექნიკა უჩვეულო და საინტერესო ფაქტები ბირთვული იარაღის შესახებ 2017, 18 მაისი, 1:20 1. რადიაცია ხიროსიმასა და ნაგასაკში
ხიროსიმა
დღეს ხიროსიმასა და ნაგასაკში რადიაცია ნორმის ფარგლებშია, რადგან ატომური ბომბები, რითაც ეს ქალაქები დაბომბეს ჰაერში აფეთქდა.
2. იღბლიანი იამაგუტი ცუტომუ იამაგუტი – იაპონელი, რომელიც ორივე აფეთქებას გადაურჩა 3.მარათონელი ტანაკა შიგეკი ტანაკა – კიდევ ერთი აფეთქებას გადარჩენილი იაპონელი. 1951 წელს გაიმარჯვა ბოსტონის მარათონულ რბოლაში. 4.მსუქანა და ციცქნა "მსუქანა" და "ციცქნა" ასე ქვიოდა იაპონიაში ჩამოგდებულ ბომბებს 5. კოკურა ბომბა, რომელმაც გაანადგურა ნაგასაკი, თავდაპირველად ქალაქ კოკურაზე უნდა ჩამოეგდოთ. ხშირი ნისლისა და ღრუბლების გამო კოკურას იარაღის ქარხანა უხილავი გახდა ბომბდამშენისთვის. იგი იძულებული გახდა სათადარიგო სამიზნე – ნაგასაკი დაებომბა. 6. 1626 წლის ბონსაი 1626 წელს დარგული ბონსაის ხე, რომელიც ხიროსიმას აფეთქებას გადაურჩა, ამჟამად ამერიკის მუზეუმშია. 7. ცუნამი ატომური აფეთქების შემდეგ ატომური დაბომბვიდან ორი თვის შემდეგ ხიროსიმას ცუნამი დატყდა, რომელმაც 2 000 ადამიანი იმსხვერპლა. 8. კონვერსიული ატომური ბომბები ამერიკის ელექტროენერგიის 10%–ს კონვერსიული ბირთვული ბომბები გამოიმუშავებენ. 9. აფეთქება კოსმოსში 1962 წელს ამერიკელებმა კოსმოსში, წყნარი ოკეანის თავზე დაახლოებით 400 კილომეტრის სიმაღლეზე, ააფეთქეს ბომბი, რომელიც ხიროსიმასა და ნაგასაკზე ჩამოგდებულ ბომბებზე ასჯერ უფრო ძლიერი იყო. 10. 2 მილიარდი 1988 წლამდე საიდუმლო ობიექტ "მაუნტ პონი" –ზე ამერიკის მთავრობა 2 მილიარდ დოლარს ინახავდა ატომური ომის შემთხვევაში. 11. ბომბების რაოდენობა დღეისთვის რუსეთს 8 400 ბირთვული ქობინი აქვს, ამერიკას – 7650. დანარჩენ ქვეყნებს მათზე გაცილებით ნაკლები აქვთ. საფრანგეთს– 300, დიდ ბრიტანეთს – 225, ჩინეთს – 240. 12. 1958 წლის დაკარგვა ამერიკაში, სადღაც ჯორჯიის ნაპირებთან არის ატომური ბომბი, რომელიც 1958 წელს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებს დაეკარგათ. 13. კომპიუტერული ტომოგრაფია კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებისას ადამიანის სხეული ისეთივე დასხივებას განიცდის, როგორსაც მიიღებდა ხიროსიმას აფეთქების ადგილიდან 2, 5 კილომეტრზე რომ ყოფილიყო. 14. ატომური ბომბის მუეუმი იმ ადგილზე, სადაც მსოფლიოში პირველად ჩატარდა ბირთვული აფეთქების გამოცდა – ნიუ–მექსიკოში, ამერიკელებმა ატომური ბომბის მუზეუმი შექმნეს. მუზეუმი წელიწადში მხოლოდ 12 საათი მუშაობს. 15. ცეზიუმ–137 და სტრონციუმ–90 იმის გასაგებად ჩატარდა თუ არა ბირთვული გამოცდა, ერთერთი ხერხია ცეზიუმ–137 და სტრონციუმ–90 აღმოჩენა. ეს იზოტოპები 1945 წლამდე – ატომური იარაღის პირველ გამოყენებამდე ბუნებაში არ არსებობდნენ. 16. ჩრდილოეთ კაროლინის დაბომბვა 1961 წელს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების შეცდომით 2 ატომური ბომბი ჩრდილოეთ კაროლინაზე ჩამოაგდეს. საბედნიეროდ ბომბები არ აფეთქდა. 17. "ველას ინციდენტი" მსოფლიოში 2000 ზე მეტი ჩატარებული ბირთვული გამოცდებიდან მხოლოდ ერთია ისეთი, რომლის ავტორი უცნობია. "ველას ინციდენტი"– 1979 წელს ინდოეთის ოკეანეში დააფიქსირეს 3 კილოტონიანი ბომბის აფეთქება. ამეთქებელის ვინაობა დღემდე დაუდგენელია 352 შეფასება არ არის
|