x
მაპატიე, ჩემო ნიკორა
- მამიკო, მამიკო, ჩვენი ნიკორა დაგლიჯა მგელმა! - ისმოდა სოფელში ბავშვის ხმა. ყველანი მოგროვდნენ პატარა გიორგისთან, რომელიც მგლისგან ნახევრად შეჭმულ ხბოს დასტიროდა. გიორგიმ უცებ ტირილს თავი ანება და მამას ჰკითხა:

- მამა, რა ვქნათ, როგორ მოვკლათ ის მგელი?

იქვე მდგომმა ერთმა მოხუცმა კაცმა სთქვა:

- მე გაგებული მაქვს, რომ თუ მგელი ნადავლს ბოლომდე ვერ შეჭამს, მაშინ ის მეორე დღეს მონელებას უნდება და მესამე დღეს ბრუნდება იგივე ადგილზე დარჩენილის შესაჭმელად. გარეთ კი ღამის ორიდან ოთხ საათამდე გამოდის.


მესამე დღეს გიორგიმ და მამამ აიღეს თოფი, აირჩიეს ერთი დიდი ხე, აძვრნენ ზედ და უცდიდნენ მგლის მოსვლას. სამ საათზე მგელიც გამოჩნდა. ის იყო, გიორგის მამას უნდა ესროლა, რომ გიორგიმ შეაჩერა და უთხრა:

- მამა, არ ესროლო, გაუშვი, წავიდეს თავის გზაზე. მე ამას წინათ წავიკითხე ოტია იოსელიანის მოთხრობა "მგლების განაჩენი". გამახსენდა ის ადგილი, სადაც ძუ მგელმა სხვა მგლებისაგან შეშინებული ადამიანი იხსნა. მან თქვა: - "ადამიანი თვითონ არის მგელი, ჩვენ იმისათვის გვავლებენ მუსრს, სნეულ ირმებს და ხბოებს რატომ ჭამთო და მაგენი რომ ბატკნებს, ხბოებს და ნუკრებს ატყავებენ და ნთქავენ!... თანაც ეს მგელი შეშინებულია. მგლური კანონით შეშინებული მგლის შეჭმა არ შეიძლება."

- კარგი, შენ როგორც მეტყვი.

თითქოს მგელმა გაიგო მათი ლაპარაკი. ხბოს ჭამა აღარც გაუგრძელებია, მაღლა აიხედა, ერთი დაიყმუვლა და წავიდა. ამის შემდეგ მგელი ამ სოფელში აღარ გამოჩენილა.

- მაპატიე ჩემო ნიკორა, რომ შური ვერ ვიძიე. შენი სიცოცხლე ხომ სხვა ხბოების სიცოცხლეს შეეწირა, რომლებიც დღესაც თავისუფლად ძოვენ ბალახს და მგლის შიში აღარ აქვთ.

0
92
4-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე
ალექსანდრე
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0