x
image
Maia kordzadze
რა მოხდა ჯგუფი ,,სახის ''კონცერტზე 20 წლის შემდეგ


ჯგუფი “ სახე"
14 მაისს ლეგენდარულმა ჯგუფმა “სახემ'' ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტი გამარათა. ჯგუფმა მუსიკალურ ინდუსტრიაში ისეთი ჰიტები შექმნა, რომლებსაც დღესაც მღერიან და აქტუალურობას არ კარგავს.1997 წელს ფილარმონიაში ანშლაგით ჩატარებული კონცერტის შემდეგ, სადაც ბევრი მსურველი ვერც კი მოხვდა და დარბაზი სრულად “დაინგრა'', მუსიკალურმა ჯგუფმა დარბაზი ისევ ხალხით აავსო და ხალხის აყოლიება ამჯერად დუეტში, მესამე წევრის გოგა ხაჩიძის გარეშე, შეძლო. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.ეს ის შემთხვევა იყო, როცა პირველივე სიმღერიდან დარბაზი ფეხზე იდგა და კონცერტის დასრულებამდე ცეკვავდა და მღეროდა. აუდიტორიამ თითეული მელოდია სახის რეპერტუარიდან ზეპირად იცოდა.

სახე



პრესა და ტელევიზია აჭრელდა სახის კონცერტის სურათებითა და ვიდეოებით. ბოლო ათწლეულების მანძილზე ფილარმონიას მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვს. კონცერტის წამყვანი გიორგი ცაავა და მუსიკალური გამფორმებელი გუფი-ლენდი გახლდათ.


საღამოზე არაერთი მომღერალი იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც სახის სიმღერების სხვადასხვა ქავერები შეასრულეს.


“ ქუჩის ბიჭები"


სპეციალურად “სახის'' იუბილესთვის თბილისში ჩამოვიდა ჯგუფი “Poetry’n’Motion",

რომელიც წლებია ჯგუფის წევრებთან მეგობრობენ და არც ამ საღამოს დააკლდნენ. მათი ტანდემი ყველასათვის ცნობილია.


ჯგუფი “Poetry



განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია სცენაზე უამრავი პატარის გამოჩენამ. სტუდია “სახის'' ბავშვებმა სცენა სიხალისით აავსეს, სიმღერით “წვიმად გადავიქეცი".



სტუდია“ სახის" ბავშვები



ჯგუფმა მუსიკალური გეგმები დაანონსა. მუსიკოსების და კახაბერის ერთობლივი გადაწყვეტილებით ქართველი მაყურებელი მალე მათი ერთობლივი პროექტის შემფასებელი გახდება, რომლებიც ქართველებს საინტერესო პერიოდის შექმნას პირდებიან.

ჯგუფი რომლის ანგარიშზე არაერთი ჰიტი და 20 წლიანი გამოცდილებაა ახალ მუსიკალურ პროექტს და კონცერტს ზაფხულიდან გეგმავს.

ვარსკვლავის გახსნს


კონცერტის ბოლოს ფილარმონიის წინ, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ჯგუფის ვარსკვლავი გაიხსნა, რომელსაც ჯგუფის დიდი გულშემატკივარი -ეკა ბესელია ესწრებოდა.


image


კიდევ დიდხანს ემახსოვრება “სახის'' კონცერტი ქართველ მაყურებელს.








3
185
2-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
185
  
2017, 19 მაისი, 8:57
ქართულად რომ დაიწეროს არ შეიძლება? თუ "ტეხაბს?
2017, 19 მაისი, 1:21
ქავერი ანუ, როცა მუსიკოსი სხვის სიმღერას მღერის
2017, 19 მაისი, 0:52
სიტყვა "ქავერი"-ს მნიშვნელობას ამიხსნის ვინმე? თუ არ არსებობს ქართული შესატყვისი სიტყვა?
0 1 3