სხვა ჩრდ. კორეა. ქვეყანა, რომლიდანაც ხალხი გარბის 2017, 18 მაისი, 12:06 დღეს რაღაცით გამორჩეულ და უჩვეულო ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი არის კორეა, უფრო სწორედ, მისი ჩრდ. ნაწილი. კორეის ნახევარკუნძული ორ ნაწილად 1945 წელს, აშშ-მ და სსრკ-მ გაყვეს, როდესაც ეს ქვეყნები საომარ მოქმედებებს ახორციელებდნენ იაონიის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე, ნახევარკუნძულზე ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქვეყანა არის. იმ დროს, როდესაც სამხ. კორეა ამერიკულ სამოთხეს ჰგავს, მისი «ჩრდ. ძმა» ნამდვილი კომუნისტური ქვეყნის განსახიერება არის. ქვეყანაში, საშუალო ხელფასი 40 აშშ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, მეზობელ სამხ. კორეაში, მოსახლეზე საშუალო თვიური შემოსავალი, დაახლოებით, 3 000 დოლარი არის. შესაბამისად, ჩრდ. კორეელები საერთოდ არ მოგზაურობენ. გამონაკლისს მხოლოდ სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებმაც მოახერხეს და სასწავლებლად ჩინეთში ან III სამყაროს რომელიმე ქვეყანაში წავიდნენ სასწავლებლად. ტურისტებისთვის ჩერდ. კორეა პრაქტიკულად დახურულია – ქვეყნის პოლიტიკისთვის სტუმართმოყვარეობა პრიორიტეტული არ არის. მიუხედავად ამისა, ზოგიერთები მაინც ახერხებენ მსოფლიოს ამ იზოლირებულ კუთხეში შეღწევას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ქვეყნის შესახებ რამის გაგება, თითქმის, შეუძლებელია – თითოეულ ტურისტს თითო ექსკურსიამძღოლს ამაგრებენ, რომელიც ქვეყნის დათვალიერების გეგმას თავად ადგენს. ეს იმიტომ ხდება, რომ ვინმემ «ზედმეტი» არაფერი ნახოს.
ასე ცხოვრობენ დღეს ჩრდ. კორეაში: თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 15 უჩვეულო რუკა – გაიცანით მსოფლიო ინფოგრაფიკით საინტერესო ფაქტები მსოფლიოს ქვეყნების შესახებ ქვეყნებს შორის საზღვრების ყველაზე უჩვეულო მონაკვეთები შენ სხეულს და სულს გვაძლევ ჩვენ: 10 ფაქტი იაპონიაში მუშაობის შესახებ 407 8-ს მოსწონს
|