სხვა იაპონიის ეკონომიკური სასწაული 2016, 12 იანვარი, 16:09 «იაპონიის ეკონომიკური სასწაული» — იაპონიასთან დაკავშირებული ეს სიტყვათა წყობა ყველას გაუგია, მათ შორის, იმათაც კი, ვისაც ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს. მაგრამ როგორ ხსნის ადამიანების უმრავლესობა იაპონიის ასეთ წარმატებას? ისინი ამბობენ: «იაპონელებს ყველაფერი კარგი აქვთ იმიტომ, რომ ისინი ბევრს მუშაობენ». მაგრამ ეს ხომ ძალიან ზერელე და პრიმიტიული განმარტებაა? თუ იაპონური ეკონომიკის ფენომენს უფრო ყურადღებით განვიხილავთ – ჩვენ არაერთ საინტერესო ფაქტს აღმოვჩენთ. კაპიტულაციაზე ხელის მოწერის მომენტისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიის ეკონომიკის დონე დაცემული და გაკოტრებული იყო. მისი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა მთლიანდ მოშლილი, ხოლო ქალაქები, დაბომბვის გამო, ნანგრევებად იყო ქცეული, ამასთან, ორ მათგანში – ატომური ბომბების აფეთქება მოხდა. და რა? გასული საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდში, იაპონიის ეკონომიკამ სტაბილური ზრდის ტენდენციები აჩვენა, ხოლო 70-იანი წლების ბოლოს, ამერიკის საქმიან წრეებში, განგშის ზარი ჩართეს, იაპონიის მზარდი ეკონომიკის გამო. 80-იანი წლების ბოლოს, იაპონია ეკონომიკის დონით, მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩებოდა. I. ეკონომიკის ასეთი ზრდა შეუძლებელი იქნებოდა, თუ ყოველი სამუშაო დღე, ყოველი იაპონელისთვის, რომელიც მუშაობდა პატარა ორგანიზაციაში, დიდ კომპანიაში თუ საწარმოოში, სტაბილური მომავლის რწმენით არ იქნებოდა გამაგრებული. ამ იმედს საფუძვლად ედო იაპონური საზოგადოების განსაკუთრებული ფსიქოლოგია. იაპონელებისთვის მომავლის რწმენისა და კეთილდღეობის გარანტია, მაღალი ხელფასი და გაწეული შრომის შესაფერისი ანაზღაურება არის. ყოველი იაპონური ოჯახი, ყოველთვიურად, შემოსავლების მეხუთედს ბანკში ინახავს. სწორედ ეს არის იაპონიის ეკონომიკის განვითარების ძლიერი ბერკეტი, იაპონიის ხელისუფლების ხელში! II. ფიგურალურად შეიძლება ითქვას, რომ იაპონური ცათამბჯენები ბრინჯის მინდვრებზე დგას. კლასიკური იაპონური ეკონომიკის მართვის ქვაკუთხედს კოლექტიურობა წარმოადგენს. წარსულში, როდესაც ბრინჯის მინდვრის დამუშავება იმდენად მძიმე იყო, რომ ერთი ოჯახის შესაძლებლობას აღემატებოდა, დასახმარებლად მთელი სოფელი მიდიოდა. შრომით კოლექტივებში, ჯგუფური ინტეგრაციის თვისება დღესაც შენარჩუნებულია – ეს რეალურად ერთი დიდი ოჯახი არის. II. საშუალო ზომის იაპონური კომპანიების ნაწილი და ზოგიერთი მსხვილი კორპორაცია, იყენებს ე. წ. «სასიცოცხლო დასაქმების» პრაქტიკას. ახალგაზრდ, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კომპანიაში ეწყობა, იქ მისი კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება-განვითარება ხდება და ეს ადამიანი, ამ ორგანიზაციაში, საპენსიო ასაკამდე მუშაობს. მან იცის, რომ თავის სამუშაოს არავითარ შემთხვევაში არ დაკარგავს. სტაბილური მომავლის რწმენა მასში მადლიერების გრძნობას იწვევს «თავისი» კომპანიის მიმართ, რაც ადამიანის შრომის ნაყოფიერების ამაღლებას იწვევს. IV. იაპონური მენეჯმენტის ქვაკუთხედის მეოთხედს წარმოადგენს – ტოტალური კონტროლი წარმოებულ პროდუქციაზე, მისი წარმოების ყველა სტადიაზე. და რადგან იაპონიაში სამუშაო კოლექტივი, იგივე «ოჯახი» არის, თუ ერთი მუშა შეცდომას დაუშვებს და წუნიან პროდუქციას გამოუშვებს, პასუხისმგებელი ყველა არის. და ეს რომ არ მოხდეს, ყოველი თანამშრომელი მაქსიმალურად კეთილსინდისიერად მუშაობს და საკუთარ თავს თვლის ერთადერთ ადამიანად, პასუხისმგებელს საკუთარ ნამუშევარზე. რადგან «ოჯახის» შერცხვენა და მისი ცუდ მდგომარეობაში ჩაგდება — დაუშვებელია. VI. როგორც ცნობილი არის, იაპონია ძალიან ღარიბია ბუნებრივი რესურსებით. ამან დიდი დაღი დაასვა ქვეყნის ეკონომიკას. ეს იმაში გამოიხატება, რომ თუ ორგანიზაცია (საწარმო) მოგების გარეშე მუშაობს, დანაშაულს ჩადის საზოგადოების წინაშე, რადგან ის მატერიალური და შრომითი რესურსები, რომელიც ამ ფირმაში იხარჯება, შეიძლება უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული სხვა ადგილზე და ამიტომ, ასეთ ორგანიზაციები იხურება. VII. გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია, რომელსაც მუდმივად მიჰყვება იაპონიის ხელისუფლება, ეფუძნება ენერგეტიკული რესურსების ეკონომიურ გამოყენებას, კონკურენტუნარიანობის მაღალ დონეს, იაპონელების შინაგან მოთხოვნილებას ფეხი აუწყონ სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს. და ეს სტრატეგია, ასევე არის მთავარი თვისება იმისა, რასაც «იაპონიის ეკონომიკური სასწაული» ჰქვია.
2357 9-ს მოსწონს
|