ისტორია ნივა 35 წლისაა 2012, 13 ივნისი, 1:49 წელს, 5 აპრილს ავტომობილ ნივას 35 წელი შეუსრულდა. მოდელ “ვაზ 2121 ნივა'' - ს პირველი ეგზემპლარი ვოლგის ავტოქარხნის კონვეიერიდან პირველად 1977 წელს გამოვიდა. გასული საუკუნის 70-80 იან წლებში არასაგზაო არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ სხვა ქვეყნების ბაზრებზეც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ავტომობილად მიიჩნეოდა. იმ პერიოდში მანქანა მსოფლიოს 110 ქვეყანაში იყიდებოდა. გარდა ამისა, “ნივას'' მოდიფიკაციები საპრიზო ადგილებს იკავებდნენ რალი-რეიდებში, მათ შორის “ფარაონთა რალიში'', ტრანსაფრიკულ “ატლასში'' და “პარიზ - დაკარში''. ასევე ამ მანქანებით მუშაობდნენ ჩრდილოეთ პოლუსსა და ანტარქტიდის ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურაზე. ნივას ეკუთვნის ჰიმალაის მთებში 5000 კმ - ზე უფრო მაღლა ასვლის რეკორდიც. 2009 წელს “ავტოვაზმა'' არასაგზაოს მოდერნიზებული ვარიანტი გამოუშვა, რომელსაც განსხვავებული სარკეები და მოწყობილობები, შეცვლილი ძრავა, ტრანსმისია, საჭის მართვა და მუხრუჭები აქვს. ამ დროსთვის მოდელი 3 და 5 კარიანი ძარათი იყიდება - 1.7 - ლიტრიანი ბენზინის ძრავით. ყველაზე ხელმისაწვდომი ნივა 326 000 რუბლი ღირს. გასულ წელს ავტოვაზმა 60705 ნივა გაყიდა. საერთო ჯამში, 35 წლის მანძილზე ავტოქარხანამ და მისმა პარტნიორებმა 2 მილიონზე მეტი ნივა გაყიდეს, ეს მართლაც რეკორდული მაჩვენებელია. ამ მანქანის შემქმნელის, პიოტრ პრუსოვის თქმით, ამჟამად კომპანია ახალი თაობის კონცეპტუალურ მოდელზე მუშაობს. ეს კი ნივის შემდეგი მოდელია...რომელიც ჯერ მხოლოდ კონცეპტ-ვერსიაა და სერიულ წარმოებაში არაა... იმედია მოგეწონებათ 839 3-ს მოსწონს
|