სხვა გაინტერესებთ, რომელი ვიტამინის ნაკლებობას განიცდით? 2017, 14 მაისი, 22:07 A დაB ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამონაყარი-ეს კოსმეტიკური პრობლემაა, ამიტომ ვაკით- ხავთ სილამაზის სალონებს. სინამდვილეში, გამონაყარი და წითელი ლაქები სახეზე, შეიძლება ასახავდეს A დაB ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას.გირჩევთ ჩართოთ თქვენს კვებით რაციონში: კარაქი, ღვიძლი, ორაგული, გამხმარი ხილი, არაჟანი, ზღვის კომბო- სტო, ხაჭო, ზღვის პროდუქტები, ყველი, რათა შეავსოთ ამ ვიტამინების ნაკლებობა ორ- განიზმში. E ვიტამინის ნაკლებობა შემცირებული სექსუალური აქტივობა, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, ნერვული და- ძაბულობა და გაღიზიანება-მიზეზია E ვიტამინის ნაკლებობის. მიზანშეწონილია ჩართ- ოთ რაციონში: ნუში, თხილი, კაკალი, მიწის თხილი, ასკილი, გარგარი, ისპანახი, შტოში, ორაგული, ქორჭილა, შვრია, ქერის ბურღული და შავი ქლიავი. C ვიტამინის ნაკლებობა სუსტი იმუნიტეტი-შედეგია ორგანიზმში C ვიტამინის ნაკლებობისა. იგი ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას და სისხლის თეთრი უჯრედების მუშაობას, ასევე მონაწი- ლეობს ანტივირუსული ნივთიერებების ფორმირებაში და გააჩნია სიმსივნის საწინააღ- მდეგო ეფექტი. ასეთ დროს მიზანშეწონილია მივიღოთ პროდუქტები, რომლებიც შეიც- ავს ამ ვიტამინს: ასკილი, მწარე წიწაკა, ციტრუსი, ხილი, ქაცვი, კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ცირცელი. D ვიტამინის ნაკლებობა მადის დაქვეითება, უძილობა, წონის კლება, მხედველობის დაქვეითება, უსიამოვნო სუნი პირში და წვის შეგრძნება ყელში შედეგია D ვიტამინის ნაკლებობისა. იმისათვის, რომ ავანაზღაუროთ ამ ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში, საჭიროა მივიღოთ: ყველი, ხორცი, ძროხის ღვიძლი, კვერცხი, თევზის ქონი, ორაგული და ღორის ხორცი. გისურვებთ ჯანმრთელობას! 140 8-ს მოსწონს
|