x
image
დათო შაროვი
როგორ გავთავისუფლდეთ სწრაფად თავბრუსხვევიდან?
image


თავბრუსხვევა ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია, ხოლო თუ ეს თქვენ ხშირად გემართებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს! თუ იშვიათად გემართებათ და მაშინ, როცა არ ელით, საჭიროა სასწრაფო მოქმედება! განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როცა გარშემო არავინაა, ასეთ შემთხვევაში ექიმები გვირ-

ჩევენ:ვისუნთქოთ ღრმად, შევიხსნათ მოჭერილი ტანსაცმელი, ჩამოვჯდეთ და არავითარ
შემთხვევაში არ დავხუჭოთ თვალები! უკეთესია, ძლიერად მოვუჭიროთ ფრჩხილებით ნეკა თითზე, ან გავიზილოთ ყურის ბიბილოები.თუ ამან არ გიშველათ, მაშინგამოიყენეთ კოლორადოს უნივერსიტეტის ოტორინოლარინგოლოგის კეროლ ფოსტერის უახლესი მეთოდი, თავბრუსხვევა ხშირად შიდა ყურის პრობლემის შედეგადვითარდება, რომელიც ღრმად საფეთქლის ძვალთან მდებარეობს.აი, რას გვირჩევს ექიმი: თავბრუსხვევის საწი-

ნააღმდეგოდ შეასრულეთ ასეთი სავარჯიშო:



1.დაიჩოქეთ მუხლებზე და შეაერთეთ ქუსლები.
2.გადაწიეთ თავი ოდნავ უკან, მიაბრუნეთ და შეხედეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან, ჯერ ერთ მერე მეორე მხარეს.
3.დააწყვეთ ხელები წინ იატაკზე, გადაწიეთ თავი უკან, შემდეგ წინ და ნიკაპით შეეხეთ მკერდს.
4.მიაბრუნეთ თავი ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ და ნიკაპით შეეხეთ მხრებს.ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ თავბრუსხვევა ხშირად გემართებათ, მიზეზი აუ-

ცილებლად გაარკვიეთ ექიმთან!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
155
6-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0