ქალი და მამაკაცი ახალგაზრდა ქალი მთელი წელი ატარებდა ნიშნობის ბეჭედს ისე,რომ მან ამის შესახებ არ იცოდა 2017, 13 მაისი, 12:14 როდესაც ანას მისმა შეყვარებულმა, ტერიმ ცოლობა სთხოვა მამაკაცს არც დასჭირვებია ჯიბიდან ნიშნობის ბეჭედი ამოეღო და ქალისთვის გაეწოდებინა, ტერიმ ნიშნობის ბეჭედი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აჩუქა ანას, თუმცა მან ამის შესახებ არც იცოდა.
ტერი და ანა ავსტრალიაში ცხოვრობენ და უკვე ორი წელია ერთად არიან.ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ტერიმ ქალს ხის კულონი აჩუქა, რომელიც იშვიათი ტასმანიური ხისგან იყო დამზადებული.ანა მთელი წელი ატარებდა შეყვარებულის მიერ ნაჩუქარ კულონს და პრაქტიკულად სულ ზედ ეკეთა. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი კულონი, საზრიანმა ტერიმ იქ სამალავი მოაწყო, სადაც ნიშნობის ბეჭედი ჩადო. როდესაც ხელის თხოვნის მომენტი დადგა, ტერიმ გამოართვა კულონი ანას, გახსნა დანით და იქიდან ბეჭედი ამოიღო.ეს ყველაფერი მოხდა სმუს (Smoo Cave)გამოქვაბულში(შოტლანდია), ესეც სიმბოლურია, რადგან სიტყვა "smoo" ძველ სკანდინავიურ ენაზე "სამალავს" ნიშნავს. "შენ ხარ იდიოტი!მთელი ამ ხნის განმავლობაში ბეჭედი შიგნით იდო?ხომ შეიძლებოდა დამეკარგა?–ბედნიერი საპატარძლო აღფრთოვანებული იყო თავის შეყვარებულის რომანტიკულ-კრეატიული საქციელით..და ამის შემდეგ როგორ შეიძლება არ ეპასუხა"თანახმა ვარ?" რომ მოიფიქრო ასეთი ორიგინალური სიურპრიზი და თანაც ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახო მთელი წელი, ნამდვილად დიდი ნებისყოფა სჭირდება.ტერი ნამდვილად იმსახურებს ქებას! 478 8-ს მოსწონს 1-ს არა
|