x
მეტი
  • 15.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352492
  • სურათი:508411
სასწრაფოდ შეამოწმეთ რა ფერისაა თქვენი ენა!
კარგად ვიცით, რომ ენა პირის ღრუს კენტი კუნთოვანი ორგანოა, რომელსაც ღეჭვის, მეტყველებისა და გემოვნების ფუნქცია აკისრია. თუმცა ბევრმა თქვენგანმა აქამდე არ იცოდა, რომ ის ჩვენი ორგანიზმის ერთ–ერთი ძირითადი ინდიკატორია. ენის ფორმის, ზომის, ფერისა და ტექსტურის მიხედვით შეგვიძლია მოვახდინოთ ჯანმრთელობის სრული დიაგნოსტიკა. სწორედ ფერს ენაზე შეუძლია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის იდენტიფიცირება, ამისათვის კი დილით უზმოზე, კბილების გახეხვის შემდეგ სინათლეზე შეამოწმეთ თუ რა ფერისაა ის. (უზმოზე იმიტომ, რომ დღის მანძილზე საკვებმა და სხვა ფაქტორებმა შეიძლება მას ფერი შეუცვალოს, თუმცა ეს პათოლოგიას არ ნიშნავს).



image


რა ფერისაა თქვენი ენა?



1. თუ თქვენი ენა ღია ვარდისფერია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ.image




2. თუ თქვენი ენა წითელია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ინფექციური დაავადებების საწყისი პროცესი გაქვთ.image



3. თუ თქვენი ენა მუქი წითელია, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ გულის მუშაობის პრობლემები, კერძოდ კი სისხლის დაავადებები. image



4. თუ თქვენი ენა ყვითელია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ღვიძლისა და კუჭის დაავადებები გაქვთ.image



5. თუ თქვენი ენა იასამნისფერია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ფილტვებისა და გულის პრობლემები გაქვთ.image



6. თუ თქვენი ენა ლურჯია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თირკმლის პრობლემები გაქვთ.image



7. თუ თქვენი ენა ფერმკრთალია, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ ვიტამინების დეფიციტი- ავიტამინოზი.image



8. თუ თქვენი ენა თეთრია, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ გაუწყლოება, სოკოვანი ინფექცია, გრიპი.image



9. თუ თქვენი ენა ნაცრისფერია, ეს ნიშნავს, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა გაქვთ. image




ენაზე ასევე არსებობს ნადები, რომლის მოთეთრო ფერი დილის პროცედურის დროს კბილების გახეხვის შემდეგ ენის გაწმენდვის პროცესში ადვილად ცილდება მას და ეს სრულიად ნორმალურია, თუმცა თუ ნადები სქელი და ძნელად მოსაშორებელია, ეს ასევე დაავადებებზე მიუთითებს.


თუ ნადები მუქი თეთრი და სქელია, ეს ინტოქსიკაციაზე, ინფექციურ დაავადებებზე მიუთითებს.image



თუ ნადები ყავისფერია, აქ პრობლემა ფილტვებს ეხება.image



თუ ნადები ყვითელია, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციის დარღვევასთან გვაქვს საქმე.image



თუ ნადები ნაცრისფერია, გასტრიტი, წყლულოვანი დაავადებებია მიზეზი.image



შენიშვნა: გახსოვდეთ, რომ ენა ყოველთვის არ არის თქვენი ჯანმრთელობის 100%-ნი ინდიკატორი, რადგან გარკვეულმა პროდუქტებმა, ბაქტერიებმა, ჭრილობებმა შეიძლება გამოიწვიოს აქ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელიმე ფერი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფილტვის, გულის, თირკმელისა და სხვათა პრობლემებს აქვს ადგილი, უბრალოდ დროებითი გაღიზიანებაა. მაგრამ თუ რომელიმე ფაქტორს აღმოაჩენთ, პროფილაქტიკის მიზნით მიმართეთ ექიმს, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოსტირება. ჯანმრთელობას გისურვებთ!



გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მოახდინონ დაავადებების აღმოფხვრა ამ მარტივი გზით.




6
4086
23-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4086
  
2017, 17 მაისი, 16:58
სულ უკან წავიდა საიტი, პროგრესის ნაცვლად რეგრესია ყველანაირად...
2017, 17 მაისი, 15:09
გაიხარე გუჯა. მეგონა მარტო ჩემთან გაუქმდა ეგ ფუნქცია.
2017, 17 მაისი, 15:03
საინტერესო სტატიაა, მაგრამ გაზიარების ფუნქცია გაუქმებულია და ვერ ვაზიარებ.
2017, 17 მაისი, 13:04
და არა მარტო ინტერმედიელებმა მანჩო :)))
2017, 17 მაისი, 9:47
მაკუშ, არ გეწყინოს, ვიხუმრე.
2017, 17 მაისი, 9:45
ინტერმედიელებო, გამოყავით ენებიიი :დ
0 1 6