ქალი და მამაკაცი რატომ დაშორდნენ თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე: "ძალიან შევაწუხე, დაიღალა ადამიანი" 2017, 12 მაისი, 20:59 თამუნა მუსერიძემ 32 წლის ასაკში, დედის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო რომ ნაშვილებია. ეს ყველაფერი მან ძალიან რთულად გადაიტანა, თუმცა მონახა ძალა და საკუთარი ისტორია მთელ საქართველოს გადაცემა "პროფილის" მეშვეობით უამბო. ის დღეს დედას ეძებს. თამუნას ცხოვრებისეული სირთულეები ამით არ დასრულებულა, მან მეორე ნახევარიც დაკრგა. "სანდრო წავიდა, სახლში თავისთან. კონკრეტულად იმის გამო არა რომ ნაშვილები ვარ. მე იმდენად რთული მდგომარეობა მქონდა მაშინ, დავდიოდი სოფლიდან სოფელში, ექიმიდან ექიმში, ნევროლოგთან ცალკე, ფსიქოლოგთან ცალკე, შემექმნა ჰორმონალური პრობლემები, გინეკოლოგთან ცალკე, დავდიოდი მამაოსთან. რომ მივხვდი უკვე რომ რთული გასაძლები ვიყავი, შევდიოდი და ბანაობის დროს ვტიროდი, იმიტომ რომ ამ ჩემი ტირილით უკვე ძალიან შევაწუხე ადამიანი. დაიღალა"-გვიამბობს თამუნა. წყვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა და ერთმანეთს უკვე ცოლ-ქმარადაც მოიხსენიებდნენ. მათ ერთმანეთი გადაღებაზე გაიცვნეს და რომანიც მალე გაჩაღდა. "როგორც კი დავინახე მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო"-განაცხადა თამუნამ. სანდროს კი გარკვეული პერიოდი დასჭირდა გრძნობების აღსაქმელად და გამოსახატად. წყვილი საზოგადოებაში თითქმის სულ ერთად ჩნდება და შესანიშნავადაც ატარებდნენ დროს. ისინი ხშირად გვანებივრებენ ერთად გადაღებული ფოტოებითა თუ ვიდეოებით. თამუნა დაქორწინებული ორჯერ გახლდათ და სამწუხაროდ, ორივე ურთიერთობა კრახით დასრულდა. სანდროს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. საინტერესოა აღადგენენ თუ არა ურთიერთობას, თუ ყველაფერი სამუდამოდ დასრულდა. თამუნას მეორე ქორწინებიდან ერთი ვაჟი სანდრო ჰყავს. თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე შვილს ელოდებიან?
თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე დაინიშნენ ცნობადების შვილები, რომლებიც მშობლებთან ერთად არ იზრდებიან
მამებისგან უარყოფილი ცნობილები
ყველაზე სკანდალური დაპირისპირებები ქართულ შოუბიზნესში
სად და რისი პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა შორენა ბეგაშვილმა? (+ვიდეო, პირველი გამოჩენა ეკრანზე) კაცი, რომელიც ქალია-18 წლის ქართველი ტრანსგენდერი ალექს ჩომახიძე ინტერნეტსივრცეს იპყრობს (+ფოტოები) 1241 4-ს მოსწონს
|