იარაღი და ტექნიკა ყველაზე დამანგრეველი იარაღი კაცობრიობის ისტორიაში (ნაწილი 3) 2017, 12 მაისი, 13:21 ლაზერული იარაღი
![]() 2010 წელს ამერიკელებმა განაცხადეს, რომ წარმატებით ჩაატარეს ლაზერული იარაღის გამოცდა. კალიფორნიის სანაპიროსთან ახლოს, ლაზერული ზარბაზნის 32 მეგავატი სიმძლავრის სხივით, ჩამოგდებული იქნა 4 უპილოტო საფრენი აპარატი, 3 კილომეტრზე მეტი მანძილიდან . მანამდე ამერიკელებმა გამოსცადეს საჰაერო ბაზირების ლაზერი, რითაც ფრენის საწყის ეტაპზე ჩამოაგდეს ბალისტიკური რაკეტა. ![]() ბიოლოგიური იარაღი ![]() ბიოლოგიური იარაღის გამოყენების ერთერთ პირველ შემთხვევად ითვლება ხეთების მიერ მტრის მიწაზე შავი ჭირის გავრცელება, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წელს. ციმბირული წყლული ძალიან საშიში ვირუსია. 2001 წელს ამერიკის სენატის სამდივნოებში გახშირდა თეთრფხვნილიანი კონვერტების მოსვლა, თეთრი ფხვნილი შეიცავდა სასიკვდილო ბაქტერიას Bacillus anthracis, რომელიც ციმბირულ წყლულს იწვევს. მაშინ 22 კაცი დასნეულდა, 5 კი გარდაიცვალა. რეაქტიული სარაკეტო სისტემა "სმერჩი" ![]() რეაქტიული სარაკეტო სისტემა "სმერჩი" სპეციალისტების აზრით ატომური ბომბის შემდეგ ყველაზე დამანგრეველი იარაღია.12 ლულიანი"სმერჩი"–ს საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად სულ რაღაც 3 წუთია საჭირო. იგი ეფექტურად ებრძვის თანამედროვე ტანკებსა და სხვა ბრონირებულ ტექნიკას. რაკეტების გასროლა შესაძლებელია როგორც საბრძოლო მანქანის კაბინიდან, ასევე პულტის საშუალებით. თავის საბრძოლო მონაცემებსს "სმერჩი" ინარჩუნებს – 50 დან + 50 გრადუს ტემპერატურამდე. სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი "ტოპოლ–მ" ![]() სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი "ტოპოლ–მ" სტრატეგიული სარაკეტო ჯარების შეიარაღების მთავარი იარაღია. მისი ექსპლოატაციის ვადა 20 წელია. მისი ტექნიკური მონაცემებია: სიგრძე – 22, 7 მეტრი. დიამეტრი –1, 86 მ. სასტარტო წონა – 47, 2 ტონა. ფრენის სიჩქარე – 12 000 კილომეტრი. ნეიტრონული ბომბი. ![]() ![]() თავად სამუელ კოენი ნეიტრონულ ბომბას ყველაზე მორალურ იარაღად თვლიდა. 1981 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი წარმოება დაიწყეს, მაგრამ ამჟამად ჯარების შეიარარღებაში არ ირიცხება. საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა "ვოევოდა" ![]() "ვოევოდა" გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მძლავრი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა. სხვა ქვეყნებს მისი ანალოგი ჯერჯერობით არ შეუქმნიათ. ტექნიკური მონაცემებია: სიგრძე 34, 3 მეტრი, დიამეტრი – 3 მ. ფრენის სიშორე 11 000 კილომეტრი. რაკეტა "სარმატი" ![]() 474 შეფასება არ არის
|