x
image
გვანცა1234
ნამცხვარი ,,ოცნება'', რომელიც თავის სახელწოდებას ამართლებს

ნამცხვარი “ოცნება'', რომელიც თავის სახელწოდებას ამართლებს
ეს ნამცხვარი მართლაც საოცნებოა. ის თავისი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა და ვინც მას აგემოვნებს, მოჯადოებული რჩება საუცხოო არომატით. ნამცხვარი ამართლებს თავის სახელწოდებას და ოცნებასავით ტკბილია. მაშ ასე დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები ცომისთვის:
4 კვერცხის გული
1.5 ჭიქა შაქარი
200 გრ. კარაქი
1 ან 1.5 ქილა მაწონი ან არაჟანი
1 ჩკ. სოდა
5-6 ჭ. ფქვილ ი
ინგრედიენები შევურიოთ ერთმანეთს, ცომი გავყოთ 3 ნაწილად. თითოეული გავაბრტყელოთ, დავახვიოთ გასაბრტყელებელზე და გავშალოთ ცივ ტაფაზე. ღუმელი თბილი უნდა იყოს. გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე.
ინგრედიენტები კრემისთვის:
1 ლ. რძე
6 ს.კ ფქვილი
2 კვერცხის გული
2 ჭ შაქარი
150 გრ კარაქი
2 კვერცხის გულით და 2 ჭ შაქრით გავაკეთოთ გოგლი მოგლი +ფქვილი + ცხელი რძე და დავდგათ ცეცხლზე. ვურიოთ სანამ არ გასქელდება, როცა შეგრილდება დავამატოთ 150 გრ. კარაქი.
ბეზე: კვერცხის ცილა და 1 ჭ შაქრის ბეზეს დავამატოთ 3 ც ახალი გახეხილი ვაშლი
I ფენას წავუსვათ მოხარშული კრემი, II ფენას ვაშლიანი ბეზე, III ფენას კი კრემი და შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!image

0
185
5-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0