x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები ნოეს კიდობნის შესახებ

საინტერესოა, რომ მსოფლიო წარღვნამდე, ადამიანები, როგორც გაირკვა, ძალიან დიდი ხანს ცხოვრობდნენ – არაერთი ასეული წელი. ნოეს ბაბუა 969 წლის მეთუშალა იმ წელს გარდაიცვალა, როდესაც წარღვნა მოხდა და ის ბიბლიაში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად არის მოხსენიებული.


image


ნოეს კიდობანი ზომით, «ტიტანიკზე» 3–ჯერ პატარა იყო


კიდობნის სიგრძე 162 მ. სიგანე 27 მ. ხოლო, სიმაღლე – 16, 2 მ. იყო. ხოლო მოცულობა, – 21 000 კუბური მეტრი, რაც «ტიტანიკის» მოცულობის, დაახლოებით, მესამედია.

ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ის საკმაოდ მოკრძალებული ზომის იყო საიმისოდ, რომ მასზე ყველა ცოცხალი არსება, წყვილ–წყვილად დატეულიყო. ამიტომ, დღეს სამეცნიერო წრეებში მუსირებს აზრი, რომ აქ საუბარი გენეტიკურ მასალაზე და მცენარეების გასამრავლებელ თესლზეა.

იგივე ბიბლიის მიხედვით, მას შემდეგ, რაც წყალმა დაიწია, გადარჩენილი აღჭურვილობის დახმარებით, დედამიწაზე ყველა სახეობა აღადგინეს და ტყეები და მინდვრები ხელახლა «გაიზარდა». რაც ნიადაგის სრულიად გადარეცხვის და განადგურების პირობებში, ადვილი არ უნდა ყოფილიყო... მაგრამ, ასე მოხდა და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ნოე გამოჩენილი მეცნიერი და მაღალგანვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, რაც წინააღმდეგობაში მოდის როგორც რელიგიასთან, ისე მეცნიერებასთან.


სამასამდე კულტურა ადასტურებს დამანგრეველი წყალდიდობის ფაქტს


ამერიკელი ბიოქიმიკოსის დოქ. დუენ გიშის (Duane Tolbert Gish) მტკიცებით, მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში, 270–ზე მეტი ისტორია არსებობს, კატასტროფული წარღვნის შესახებ და მათ უმრავლესობას, კიდობნის ისტორიასთან აქვს მსგავსება.

წარღვნას რვა ადამიანი გადაურჩა და მომავალ თაობებს, მომხდარი კატასტროფის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა. მაშინ, როგორ გაჩნდა ბიბლიური წარღვნის ისტორიის ამდენი მსგავსი ვერსია? პასუხი კი ასეთია: თუ გავითვალისწინებთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ბაბილონის კოშკის მშენებლობისას, ენები აირია, ეს სავსებით შესაძლებელია.


სად არის კიდობანი?


ექსპედიციები, კიდობნის მოსაძებნად, როგორც არარატის მთაზე, ისე მის ახლომდებარე მთებზე მოეწყო. არსებობდა მოსაზრება, რომ კიდობნის პოვნა სომხეთ–ავღანეთს შორის, არეალში შეიძლებოდა. ხოლო, 2007 წ. ჩატარებულმა ექსპედიციამ, ზღვის დონიდან 4 000 მ. სიმაღლეზე, ელბურსი ფერდობზე (ირანი), უჩვეულო კლდოვანი ფორმირება აღმოაჩინა, რომელიც სავარაუდოდ, გაქვავებული ძელი უნდა იყოს. ფორმაციის სიგრძე, დაახლოებით, 120 მ–ია, რაც კიდობნის ზომას შეესაბამება. გარდა ამისა, ექსპედიციამ, ობიექტის ირგვლივ, ზღვის ცხოვრების ნაშთები აღმოაჩინა. მათ შორის, ათასობით მოლუსკი, რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ობიექტი, ოდესღაც, ოკეანეში იყო.

ისტორიული კიდობნის ნაშთების ძებნა კი ისევ გრძელდება...


image

არხის სხვა სიახლეები:

* საინტერესო ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

* როგორ დაამარცხეს მონღოლებმა 50–ჯერ დიდი ჩინეთის იმპერია? – საინტერესო ფაქტები ჩინგიზ–ყაენი შესახებ

* "ჩვენ მოწინავე ცივილიზაციას გადავეყარეთ, რომელიც, ალბათ, 100 მლნ. წლით ხანდაზმულია" – აცხადებს ყოფილი ასტრონავტი

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
119
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0