სასმელები რა სარგებლობა მოაქვს წითელ ღვინოს დიაბეტით დაავადებულთათვის 2017, 9 მაისი, 12:06 მკვლევარები ბოსტონის უნივერსიტეტიდან მივიდნენ დასკვნამდე, რომ წითელი ღვინო შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც სასარგებლოა დიაბეტითა და ალცჰეიემერით დაავადებულთათვის. სასარგებლო თვისებები ახასიათებს ანტიოქსიდანტ რესვერატროლს, რომელიც მრავლადაა წითელ ღვინოში. ის ამაღლებს სისხლძარღვების მოქნილობასა და ელასტიურობას, რაც ამცირებს ინსულტისა და გულის პრობლემების წარმოშობას. ანტიოქსიდანტი აგრეთვე აფერხებს აზროვნების ფუნქციის დეგრადაციას და მახსოვრობის გაუარესებას ალცჰეიმერით დაავადების დროს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რესვერატროლს წითელი ღვინის გარდა შეიცავს არაქისი, კენკრა და წითელი ყურძენი. 94 შეფასება არ არის
|