x
image
გვანცა1234
საშვილოსნოს კიბოს 8 ძირითადი ნიშანი, რომლის დაიგნორებაც არ შეიძლება!

საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში. საბედნიეროდ, ადვილია განკურნება თუ ადრეულ სტადიაზე აღმოაჩენთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაიგოთ სიმპტომები და თუ ისინი აღმოგაჩნდებათ, მიმართოთ ექიმს და გაიკეთოთ ნაცხის ანალიზი.
დღეს, ჩვენ გავეცნობით კიბოს ამ ტიპს და 8 შესაძლო სიმპტომს, რომელიც მას ახასიათებს.imageსაშვილოსნოს ყელის კიბო
საშვილოსნოს ყელის კიბო ჩვეულებრივ იწყება საშვილოსნოს ზედაპირზე. თუმცა, შეიძლება დიაგნოზი დროულად მოხდეს, რეგულარული ვაგინალური შემოწმების მეშვეობით, რადგან მისი პროგრესი ძალიან ნელია.
კიბო განვითარებას წინ უძღვის ეპიდერმოიდული დისპლაზიის სამი ხარისხი: მსუბუქი, ზომიერი და ღრმა.
კიბოს სიმპტომები ხშირ შემთხვევაში არ არის აშკარა, თუმცა არსებობს გარკვეული გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც შესაძლოა მისი გამოვლენის გასაღები იყოს.
1. უმიზეზოდ წონაში კლება
უეცრად წონის დაკარგვა დიეტისა და ვაჯიშის გარეშე არასოდეს არის კარგი და უნდა იქნას გათვალისწინებული ნებისმიერ გარემოებებში, მაშინაც კი, თუ ეს თქვენი ოცნება იყო და მოულოდნელად ახდა!
ეს სიმპტომი შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი ფაქტორით. როგორც ჩანს, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საშვილოსნოს ყელის კიბოს ეს ხდება მადის დაკარგვისა და კვების ხარვეზების გამო.image2. ანთება და სითხის შეკავება
საშვილოსნოს ყელის უჯრედებში ცვლილებები, შეიძლება ასევე გამოჩნდეს სხეულის ანთებით პროცესებშიც. ეს შეიძლება გამოიწვიოს თქვენ ქსოვილებში სითხის შეკავებამ.
საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში შეიმჩნევა ანთება ქვედა მუცლის არეში და ფეხებსა და ქვედა კიდურებში. ეს იმიტომ, რომ ეს დაავადება გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე.
3. ცისტიტი
ხშირი ცისტიტის მქონე ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს პრობლემა შეიძლება დაკავშირებული იყოს საშვილოსნოს ყელის კიბოსთან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს იშვიათია, მაგრამ ეს სიმპტომი ზოგჯერ საშვილოსნოს ყელის კიბოსგანცაა გამოწვეული.
სიმსივნეები კუმშავენ ამ ორგანოებს, ხელს უშლიან შარდის გავლასა და იწვევენ ტკივილს.image4. გენიტალური მეჭეჭები
გენიტალური მეჭეჭები ადამიანის პაპილომავირუსების (HPV) ინფექციის მკაფიო ნიშანია, რომელიც, ძირითადად, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისაზე არის პასუხისმგებელი.
5. პათოლოგიური გამონადენი
ცვლილებები თქვენს ვაგინალურ გამონადენში, ჩვეულებრივ საფუარის ან ბაქტერიული ინფექციის შედეგია.
როდესაც გამონადენი არის წყლიანი ან უჩვეულო ტექსტურით ან სუნით, უფრო სავარაუდოა, რომ ეს დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოსთან. ეს იმიტომ, რომ ცვლილებები უჯრედის მოქმედებაში იწვევს უჩვეულო სეკრეციას.
6. ტკივილი სექსის დროს
არსებობს მრავალი განსხვავებული ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს. თუმცა, საშვილოსნოს ყელში სიმსივნის არსებობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
7. ზურგის დაძაბულობა
გართულებული სისხლის მიმოქცევისას, თქვენი კუნთები და ქსოვილები არ იღებს ადეკვატური რაოდენობით ჟანგბადს და სხვა ნუტრიენტებს.
ეს იწვევს კუნთების შეკუმშვას, რის შედეგადაც ტკივილის მუდმივი შეგრძნება ხდება. ტკივილი თითქმის ყოველთვის მდებარეობს ზურგის ქვედა უკანა მხარეს და კიდურებში.image8. ანემია
როგორც დაავადება ვითარდება, თქვენი სხეული წყვეტს ნუტრიენტებით მომარაგებას როგორც საჭიროა და თქვენ განიცდით მადის დაკარგვას.
ეს სიმპტომი ასევე საერთოა, როდესაც კიბო იწვევს არარეგულარულ სისხლდენას ან ძალიან მძიმე მენსტრუალურ პერიოდებს.
როგორც ქალმა, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ ამ სიმპტომებს. გაიკეთოთ ნაცხის ანალიზი რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
რეგულარული სამედიცინო შემოწმებები კრიტიკულია ამ დაავადების წარმატებული მკურნალობისთვის, განსაკუთრებით კი თუ საშვილოსნოს ყელის კიბო ოჯახური ისტორია გაქვთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
2916
7-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2916
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0