სხვა ბანკმა გოგონას შეცდომით 4,6 მილიონი $ ჩაურიცხა. ნახეთ რაში დახარჯა, სანამ დააპატიმრეს 2017, 8 მაისი, 8:55 რას იზამდით, თუ ერთ დღესაც თქვეს ანგარიშზე აღმოაჩენდით 4, 6 მილიონ $–ს? რა თქმა უნდა ეს დაუჯერებლად და ოცნების მორიგ ნაყოფად ჟღერს, ფორტუნა ყველას როდის უმართლებს, თუმცა 22 წლის სტუდენტს მალაიზიიდან Kristin Jiaxin Li–ს ნამდვილად გაუღიმა ბედმა და მსგავსი შემთხვევა რეალობაში ჰქონდა. ლიმ მოახერხა წელიწადის მანძილზე 3, 3 მილიონი $–ის დახარჯვა, თუმცა ლამაზი ზღაპარი აქაც დასრულდა და კრისტინა ლი დააკავეს.
22 წლის კრისტინა ლი მალაიზიიდან სასწავლებლად იმყოფებოდა ინჟინერ–ქიმიკოსის ფაკულტეტზე ავსტრალიაში, როდესაც მოხდა ბანკის ეს საბიდისწერო შეცდომა და მის ანგარიშზე 4, 6 მილიონი $–ი დარიცხა. ნაცვლად იმისა, რომ ლის ამის შესახებ ხელისუფლებისთვის ეცნობა, ფული საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. ერთი წლის მანძილზე ლი ფულს ბრენდულ ტანსაცმელსა და ჩანთებში ხარჯავდა, სიდნეის დასავლეთით, პენტჰაუსში მდინარის ხედით Harbor Bridge in Rhodes–ზე ბინაშიც კი გადავიდა, სადაც თვეში 3 120 $–ს იხდიდა. თუმცა მისი ლამაზი ცხოვრება მაშინ დასრულდა, როდესაც ფულის დაკარგვა შენიშნეს ბანკში. ის სიდნეის აეროპორტში დააკავეს ავსტრალიის დატოვების მომენტში. მისმა მეგობარმა ბიჭმა თანხაზე სიმართლე მხოლოდ ლის დაპატიმრების შემდეგ შეიტყო. მას ბრალი წაუყენეს თანხის თაღლითურ მითვისებასა და დანაშაულის დაფარვაში. დაკითხვის დროს კი გოგონა ირწმუნებოდა, რომ ეგონა თანხა მშობლებმა ჩაურიცხეს, როგორც სხვა შემთხვევებში. მისმა ადვოკატმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ლი გირაოთი გაათავისუფლეს, მის მშობლებს კი მთელი ამ თანხის დაფარვა მოუწევთ. "ეს ის მომენტია, როდესაც ოცნებობ ფულზე და მემგონი ამაზე ყველა ჩვენგანი ოცნებობს და მას კი არ იპარავ, უცებ არსაიდან გეცემა"– ამბობს ლი. თუმცა როგორც ყველა ლამაზი ზღაპარი, ლის ზღაპარიც აქ დასრულდა. 2031 19-ს მოსწონს
|