x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ აშენებდნენ მიწისქვეშა ქალაქებს და როგორ გაანადგურეს ისინი?
image


არქეოლოგია – საოცარი მეცნიერებაა და სწორედ მისი მადლიერები უნდა ვიყოთ, იმის გამო, რომ ინფორმაცია გვაქვს ძველი სამყაროს შესახებ. თუმცა, ის ბოლო დროს, აკადემიური ისტორიის მძევლად იქცა – მეცნიერების, რომელიც რა ხანია, მასების მართვის და კონტროლის ბერკეტად იქცა...


imageგამდნარი ქალაქის კვალი. რას შეიძლებოდა გამოეწვია ქვის დუღილი?


გასული 2 საუკუნის მანძილზე, არქეოლოგიის სფეროში, საოცარი აღმოჩენები მოხდე. მაგრამ, ყველა მათგანი ვერ «ჩაჯდა» ისტორიკოსების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში. ისე მოხდა, რომ უძველესი არტიფაქტების უდიდესი ნაწილი და ცოდნა, უბრალოდ, გაანადგურეს... არა და, ბევრი მათგანი უნიკალური იყო და მსგავსი რამის აღმოჩენა, უკვე შეუძლებელი არის... და ვინ იცის, როგორი იქნებოდა ჩვენი ისტორია, ისტორიკოსებს აღმოჩენებისადმი, შერჩევით კი არა, წინასწარგანწყობების გარეშე, რომ მისდგომოდნენ ყველა არტიფაქტს.

ამჟამად, სულ უფრო ხმამაღლა ისმის იმ მეცნიერების ხმა, რომელსაც არ გააჩნიათ აღიარება და კათედრა, ისინი არ არიან ათობით ნაშრომის და წიგნის ავტორები... და შესაძლებელია, რომ უახლოეს, 20–30 წელში, ისტორიას ახალი მიმართულება და დისციპლინა დაემატოს, რომელიც სიმართლეს აღარ დამალავს და ბოლოს და ბოლოს, ცნობილი გახდება, თუ როგორ ვითარდებოდა ჩვენი ცივილიზაცია დედამიწაზე.


imageსოდომი – ქალაქი, რომელიც აფეთქების შედეგად გაქრა


არსებობს საინტერესო თეორია იმის შესახებ, რომ უძველეს დროში, დედამიწაზე სამხედრო კონფლიქტი მოხდა, რომელშიც მონაწილეობას არაერთი ხალხები იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ თუ ეპოსებს და მითებს დავუჯერებთ, მასში მონაწილეობას მხოლოდ ადამიანები კი არა, სხვადასხვა სახის მუტანტებიც (გველკაცები, ინსექტოიდები, რეპტილოიდები, მინოტავრები, გოლიათები და ა. შ.) იღებდნენ. ხოლო, ყველაზე საშიშ იარაღს ღმერთები ფლობდნენ (საფრენი აპარატებით, ზეციდან მოვლენილი ადამიანები)... და როგორც კვლევამ აჩვენა, იმ იარაღთან შედარებით, თანამედროვე ბომბა, – საბავშვო სათამაშო არის.

ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, აღმოჩენილია უძველესი მიწისქვეშა დასახლებები, რომლებიც, როგორც წესი, ხელით არ იყო აშენებული. 2009 წელს მეცნიერებისთვის 4 მიწისქვეშა ქალაქის შესახებ იყო ცნობილი, ხოლო ახლა, 100–ზე მეტი ასეთი დასახლების პუნქტია აღმოჩენილი, რომელთა უმრავლესობა, ევრაზიის კონტინენტზე მდებარეობს.


imageმიწისქვეშა ქალაქი რამდენიმე სართულიანი იყო და შიგნიდან ასე გამოიყურებოდა


ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აშენებდნენ მიწის ქვეშ ქალაქებს, რომელშიც 10 000–მდე ადამიანს შეეძლო ცხოვრება, არ არსებობს. სამეცნიერო საზოგადოების ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ეს იმ ხალხებმა გააკეთეს, რომლებსაც თავდაცვისთვის, არმია არა ჰყავდათ და ამიტომ, მიწის ქვეშ იმალებოდნენ. წარმოუდგენელია, მაგრამ თურქეთში რამდენიმე 8 სართულიანი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს! როგორ ფიქრობთ, რა დრო იყო საჭირო, ამ ქალაქების ხელით გამოსაკვეთად? არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით, ერთ დროს, იქ გრუნტის წყლები იყო, შემდეგ წყალმა სხვაგან გადაინაცვლა და გამოქვაბულები დარჩა...


imageმიწისქვეშა ქალაქი კაპადოკიაში


ბუნებრივია, როდესაც აკადემიური მეცნიერება ასეთ აზრებს ავრცელებს, დასახმარებლად ენთუზიასტები მოდიან... თუმცა, ცოტა შორიდან დავიწყოთ:

როგორც ცნობილია, დედამიწაზე უამრავი წრიული ფორმის ტბა და წყალსაცავი არსებობს, რომლებსაც იმ აზრამდე მივყავართ, რომ ოდესღაც, რაღაც ძალამ, ამ ადგილებზე, იდეალური ფორმის კრატერი წარმოქმნა. მიზეზი მეტეორიტი იყო? – ეს გამორიცხულია! და აქ შეგვიძლია, ქ. მოჰენჯო-დაროს (პაკისტანი) გავიხსენოთ, რომლის შენობა–ნაგებობების უდიდეს ნაწილი გადამდნარია. ხოლო, სამარხებში აღმოჩენილი ადამიანების ნეშთების კვლევისას, მათზე მაღალი რადიაციის ზემოქმედების კვალი აღმოაჩინეს.



imageდნობის კვალი მოჰენჯო-დაროს ნაგებობებზე


ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ოდესღაც, შორეულ წარსულში, ამ ადგილზე სერიოზული იარაღი იყო გამოყენებული. ძველ ინდურ ტრაქტატებში ნათქვამია, რომ ღმერთები იარაღს ფლობდნენ, რომელსაც მზეზე მეტი ნათების შექმნა შეეძლო. ამჟამად, ასეთ ნათებას, ატომურ აფეთქებას უწოდებდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ზემოქნედების კვალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პოულობენ და სწორედ ამიტომ, გაჩნდა ვერსია, რომ იდეალურად წრიული წყალსაცავები, – უძველეს დროში მიმდინარე ომის შედეგად გაჩნდა – ეს დედამიწის ქერქზე, «ღმერთების» მიერ გამოყენებული იარაღის შედეგად დატოვილი იარებია.


imageიდეალურად მრგვალი ტბა, შესაძლებელია, ატომური ბომბის აფეთქების შედეგი იყოს


ბიბლიის მტკიცებით, სოდომი და გომორი ღმერთმა ადამიანების ცოდვების გამო გაანადგურა. ასე, რომ, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ძველად, მხოლოდ მშვილდი და ისრები კი არა, იარაღიც იყო, რომელსაც მთელი ქალაქების განადგურება შეეძლო. პაკისტანში, მიანმარში, ინდოეთში, ირანში, ერაყში, ლიბიში, საფრანგეთში, ისრაელში, თურქეთში, ეგვიპტეში და სხვა ქვეყნებში, აღმოჩენილია არქეოლოგიური ნაგებობები, რომლებზეც გადადნობიკ კვალია აღბეჭდილი.


imageკლდეში ნაკვეთი ნაგებობა და დნობის კვალი მის გვერდით


ხოლო, ასეთი შედეგის მისაღწევად, ტემპერატურა იმაზე მაღალი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეს დომენის ღუმელშია (ლითონის გადასადნობი ღუმელი მეტალურგიულ საამქროში). ბაზალტის და გრანიტის გადასადნობად 1200–1500 გრადუსია საჭირო. მაგრამ, დნობის მასშტაბსაც (დასახლება, მთელი ქალაქი) თუ გავითვალისწინებთ, ეს მაჩვენებელი 3–4–ჯერ უნდა გავზარდოთ! აღმოჩენილია მარმარილოს, ბაზალტის და გრანიტის ბლოკები, რომელიც, დუღილის ტემპერატურამდე იქნა მიყვანილი.


imageმთა, რომელზეც ქვის დნობის კვალი ჩანს


ამიტომ, გაჩნდა ვერსია, რომ მიწისქვეშა ქალაქებს, საქონლის, ქალების, ბავშვების და მოხუცების დასაცავად აშენებდნენ. ინდოეთის ეპოსებში საუბარია ომზე, რომელმაც, სხვადასხვა რასის, 3 მლრდ–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა...

და შესაძლებელია, ეს ინფორმაცია, ატლანტებს და რამას იმპერიას შორის დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ყველაზე საინტერესო ფაქტები ჯინსების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის
2. «მესამე სქესი» არ არსებობს.... არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დიაგნოზი უკვე ცნობილია
4. ფაქტები კოსმეტიკის შესახებ, რომელიც ყველა მანდილოსანმა უნდა იცოდეს

5. ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ბერძენი ფარაონები

6. «საუბარი მუმიასთან» და «საიდუმლო ცოდნა», რომელიც ნაპოლეონმა ეგვიპტეში მიიღო

0
835
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
835
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0