კაბები 2017 წლის გამოსაშვები საღამოს კაბები 2017, 3 მაისი, 13:36
მე-12 კლასელებს ჯერ კიდევ აქვთ დრო გამოსაშვები საღამოსთვის შეარჩიონ თავისთვის ლამაზი კაბა. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ახალ სკოლადამთავრებული გოგონებისთვის. ეს ხომ მათი მომავალი ცხოვრების ათვლის წერტილია. და ყოველი მათგანი ოცნებობს, რომ გახდეს გამოსაშვები საღამოს ვარსკვლავი, დაიჭიროს მისადმი აღტაცებული მრავალი მზერა და იყოს ყურადღების ცენტრში, სწორედ ამიტომ საჭიროა აირჩეს თვალშისაცემი, დაუვიწყარი იმიჯი, რომელიც დაემთხვევა თქვენს სტილს და შეესაბამება მოდურ ტენდეციებს. როგორი კაბები იქნება ტრენდში 2017 წელს გამოსაშვებ საღამოზე?
გააკეთეთ აქცენტი ბუნებრივ სილამაზეზე და მოკრძალებულობაზე.
2017 წელს სტილისტები გირჩევენ გააკეთოთ აქცენტი არა თქვენს სექსუალურობაზე ან თვალშისაცემ იმიჯზე, არამედ უბრალო, ახალგაზრდულ და ნატურალურ სილამაზეზე. ზნეობრივი სიწმინდე და წესიერება, აი რას უნდა გაუსვათ ხაზი სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის კაბის არჩევის დროს.
პირველ ადგილზე დგას მოვლილობა და ელეგანტურობა. მთავარია არ გადააჭარბოთ. უბრალოდ სტილი უნდა იყოს უბრალო და დახვეწილი. თმები დალაგებული აკურატული ვარცხნილობით. არაა საჭირო მბზინავი ლაქის გამოყენება, ხოლო მაკიაჟი უმჯობესია გაიკეთოთ ნატურალურ ფერებში. კაბა აირჩიეთ სხეულის განსაკუთრებულობების გათვალისწინებით, ღირსებებები გამოაჩინეთ, ხოლო ნაკლი დამალეთ.
ვისაც უყვარს ღია სამოსის ჩაცმა, უმჯობესია აირჩიოს რაიმე შედარებით თავშეკავებული. მოდის ექსპერტები მოუწოდებენ გოგონებს მიაქციონ ყურადღება საღამოს მოდის სიახლეებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ახალგაზრდა სხეულის გრაციას, მაგრამ ამასთან გამოიყურებიან ძალიან რესპექტაბელურად.
კაბა ქვედაბოლო+ტოპი
ზურმუხტისფერ კაბაში თქვენ იქნებით ძვირფასი ქვის მსგავსად მდიდრული. ეს გაჯერებული ტონი დაგეხმარებათ გამოსაშვებ საღამოზე თქვენ იყოთ ყურადღების ცენტრში.
ხოლო შავი ფერი, ეს მარადიული კლასიკაა, რომელიც მოუხდება აბსოლიტურად ყველა სხეულს და ტიპაჟს. ამასთან, ეს სამოსი შემდეგშიც შეგეძლებათ გამოიყენოთ როგორც კლასიკური საღამოს კაბა.
ყვავილების მოტივები
იმიჯი ნაქარგებით
კაბა ბრჭყვიალებით
თამამი ბრჭყვიალა მინი-კაბა, ფართო ქვედაბოლოთი, ბრეტელების გარეშე, მოუხდება მათ, ვინც მთელი ღამე ცეკვას აპირებს. მასში თქვნ თავს იგრძნობთ კომფორტულად.
კლასიკური უბრალოება
ზღაპრული კაბა
მოდური ფერები
გაჯერებული ლურჯი ფერი. მაგრამ უნდა იყოთ ფრთხილად, ეს ფერი ყველას შეიძლება არ მოუხდეს. მას უნდა მოერიდოს ძალიან თეთრი კანის გოგონები.
ნაცრისფერი. მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ფერი ერთფეროვანი და მოსაწყენია, მაშინ შეუხამეთ თქვენს იმიჯს მკვეთრი დეტალები: კონტრასტული ფეხსაცმლი და ჩანთა. ხოლო თუკი ამინდი იქნება მოღრუბლული, ზემოდან შეიძლება მოიცვათ კოლორიტული ქურთუკი, მაგალითად ჟოლოსფერი.
მუქი-წითელი ბორდო. ეს ფერი ტრენდში უკვე რამდენიმე სეზონია და თავის „ლიდერის“ პოზიციებს არ თმობს. ის იმიჯს აძლევს სოლიდურობას და სიმკაცრეს, ამიტომ გოგონებმა ის უმჯობესია წითელთან შეხამებაში გამოიყენოთ.
შავი და თეთრი ფერები - არასოდეს გადის მოდიდან. ეს ჯადოსნური ჯოხია ნებისმიერი გოგონასათვის, თუკი მათ ძალიან უჭირთ არჩევანის გაკეთება. შავი კაბა ფარავს ზედმეტ მოცულობას და ხაზს უსვამს ღირსებებს, ხოლო თეთრი ფერი სხეულს ეხმარება რამდენიმე კილოგრამის მომატებაში.
თუკი სადღესასწაულო ვარიანტებიდან თქვენ არაფერი მოგეწონათ, გული არ გაიტეხოთ, რადგან ახალგაზრდები ნებისმიერ სამოსში ლამაზები იქნებით.
2178 5-ს მოსწონს
|