იარაღი და ტექნიკა "ტომაჰავკების" დაუსრულებელი ფრენა 2017, 2 მაისი, 0:48 "ტომაჰავკები" ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იარაღის სისტემაა. ბოლო დროის ახალი ამბები იშვიათად ჩაივლის მათი ხსენების გარეშე. ამერიკელების მიერ სირიის დაბომბვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება არაატომური იარაღის გამოყენება სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. გასული საუკუნის სამოცდაათიანების დასაწყისში ამერიკელები მიხვდნენ, რომ ატომური იარაღის გამოყენებით სამხედრო–პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ 1971 წელს გადაწყვიტეს სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების შექმნა, საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ბაზირებით, როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული ქობინებით. მალე ფირმა General Dynamics–მა დაამზადა ქვებგერითი (900 კმ/სთ–მდე) ფრთოსანი რაკეტები – ALCM საჰაერო ბაზირებით, ბირთვული ქობინით. საზღვაო ბაზირებით SLCM (სამი მოდელი) ჩვეულებრივი და ბირთვული ქობინებით. სახმელეთო ბაზირებით GLCM ბირთვული ქობინით. საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 1987 წლის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, დასავლეთ გერმანიიდან რაკეტები GLCM ამერიკაში დააბრუნეს. საზღვაო "ტომაჰავკებს" შემცირება არ შეეხოთ და ისინი ამერიკის საზღვაო და წყალქვეშა ფლოტის შეიარაღებაში არიან. დღეისათვის მათი მარაგი დაახლოებით 4 000 ერთეულია. 339 შეფასება არ არის
|