პროფილაქტიკა სახსრების სამკურნალო ხალხური საშუალება, რომელიც ძალიან ეფექტურია! 2017, 1 მაისი, 23:25 ხალხურ მედიცინაში ფართოდაა ცნობილი ცხენის წაბლის სამკურნალო თვისებები, მას- ზე დამზადებული ნაყენი გამოიყენება რევმატოლოგიაშიც, სახსრების სამკურნალო რე- ცეპტი დამზადებული ამ ძვირფას ნაყოფზე, რომელიც ჩვენს ფეხქვეშ ყრია და ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ. ცხენის წაბლის კომპლექსურ თერაპიაში სახსრების სამკურნალოდ გამოყენება, პოპულა- რულია არამხოლოდ ხალხური მედიცინის თაყვანისმცემლებისათვის, არამედ მას ბევრი გამოჩენილი ექსპერტიც აფასებს.წაბლის შემადგენლობაში შემავალი ორგანული ნივთი- ერებები აძლიერებენ სახსრებს, ამცირებენ სისხლძარღვთა გამტარობას და თავიდან გვა- ცილებენ შეშუპებას და ანთებით პროცესებს. არსებობს მრავალი ხერხი ცხენის წაბლის- გან სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად. წაიკითხეთ და არჩევანი თქვენ გააკეთეთ. ნაყენი წყალზე. სამ ცალ დაფქულ წაბლს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 3 საათი.გადა- წურეთ და მიიღეთ 2 ს/კ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, ასევე შეგიძლიათ გაზაფხულზე, ცხე- ნის წაბლის ყვავილობის დროს, მოკრიფოდ ყვავილები და მოადუღოთ: 1ს/კ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. ნაყენი სპირტზე. ასეთი ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 50 გრ წაბლის დაფქული კანი, ამას დაა- 200 გრ სპირტი. გააჩერეთ 14 დღე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 15 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ და შედეგიც არ დააყოვენებს. წაბლის წვენი. სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 30 დანაყულ ცხენის წაბლს დაასხით 3ლტ მდუღარე წყალი, 1 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა რძის შრატი. მოათავსეთ ეს ყველაფერი ჰერ- მენტულ კონტეინერში და დატოვეთ 2 კვირის განმავლობაში. ნაყენის მანამდე მიღება არ შეიძლება. თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს! 3291 5-ს მოსწონს
|