x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მცენარეები, რომლებიც მხედველობას გაგიუმჯობესებენ, ეს უნდა იცოდეთ!


image


ხალხურ მედიცინაში ცნობილია ბევრი მცენარე, რომლებიც დადებითად ზემოქმედებენ

ადამიანის მხედველობაზე, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ

არამარტო სამკურნალოდ, არამედ პროფილაკტიკისთვის.



1.მარწყვის ფოთლები-დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი ექვს ჩაის კოვზ გამხმარ

მარწყვის ფოთლებს. ნახევარი საათის შემდეგ, მიიღეთ ეს ნაყენი 3-5 ჩაის კოვზი დღეში.


2.დაფქვით ასკილი ამის შემდეგ სამ ჩაის კოვზ ასკილს დაასხით ორი ჭიქა წყალი და

ადუღეთ ნელ ცეცხლზე ხუთი წუთი. ნაყენი მიიღეთ ორჯერ დღეში მეოთხედი ჭიქა.


3.შავი სმაროდინა-სამი ჩაის კოვზი დაფქული ფოთლები ჩაყარეთ ერთ ჭიქა ადუღებულ

წყალში, გააჩერეთ ცოტა ხანი და გადაწურეთ, მიიღეთ მეოთხედი ჭიქა 3-ჯერ დღეში.


4.ბაბუაწვერა-ერთ სუფრის კოვზ დაფქულ ფოთლებს და ფესვებს დაასხით ერთი ჭიქა

ადუღებული წყალი, გააჩერეთ 20 წუთით, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ მეოთხედი ჭი-

ქა 3-ჯერ დღეში.


5.ჭინჭარი-დაფქვით გამხმარი ფოთლები, დაასხით სამი ჩაის კოვზ მცენარეს ერთი ჭიქა

ადუღებული წყალი, 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ორჯერ

დღეში.


6.ჭაობის კოთხუჯი-ოთხ ჩაის კოვზ დაფქულ ფესვებს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული

წყალი, გაააჩერეთ 30 წუთით. მიიღეთ 3 კოვზი ოთხჯერ დღეში.


7.დედაფუტკარა-მიიღეთ აფთიაქში დამზადებული ნაყენი 30-40 წვეთი ოთხჯერ დღე-

ში. ამის გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაყენიც, 15 გრამ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა

ადუღებული წყალი და გააჩერეთ 30 წუთი.ნაყენი მიიღეთ ხუთი სუფრის კოვზი 5-ჯერ

დღეში.


8.ალოე-ალოეს წვენი ერთი ჩაის კოვზი მიიღეთ სამჯერ დღეში. ჭამამდე ნახევარი საა-

თით ადრე.



თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს!

0
304
4-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0