პროფილაქტიკა მცენარეები, რომლებიც მხედველობას გაგიუმჯობესებენ, ეს უნდა იცოდეთ! 2017, 1 მაისი, 22:34 ხალხურ მედიცინაში ცნობილია ბევრი მცენარე, რომლებიც დადებითად ზემოქმედებენ ადამიანის მხედველობაზე, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ არამარტო სამკურნალოდ, არამედ პროფილაკტიკისთვის. 1.მარწყვის ფოთლები-დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი ექვს ჩაის კოვზ გამხმარ მარწყვის ფოთლებს. ნახევარი საათის შემდეგ, მიიღეთ ეს ნაყენი 3-5 ჩაის კოვზი დღეში. 2.დაფქვით ასკილი ამის შემდეგ სამ ჩაის კოვზ ასკილს დაასხით ორი ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ხუთი წუთი. ნაყენი მიიღეთ ორჯერ დღეში მეოთხედი ჭიქა. 3.შავი სმაროდინა-სამი ჩაის კოვზი დაფქული ფოთლები ჩაყარეთ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში, გააჩერეთ ცოტა ხანი და გადაწურეთ, მიიღეთ მეოთხედი ჭიქა 3-ჯერ დღეში. 4.ბაბუაწვერა-ერთ სუფრის კოვზ დაფქულ ფოთლებს და ფესვებს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 20 წუთით, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ მეოთხედი ჭი- ქა 3-ჯერ დღეში. 5.ჭინჭარი-დაფქვით გამხმარი ფოთლები, დაასხით სამი ჩაის კოვზ მცენარეს ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ორჯერ დღეში. 6.ჭაობის კოთხუჯი-ოთხ ჩაის კოვზ დაფქულ ფესვებს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, გაააჩერეთ 30 წუთით. მიიღეთ 3 კოვზი ოთხჯერ დღეში. 7.დედაფუტკარა-მიიღეთ აფთიაქში დამზადებული ნაყენი 30-40 წვეთი ოთხჯერ დღე- ში. ამის გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაყენიც, 15 გრამ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 30 წუთი.ნაყენი მიიღეთ ხუთი სუფრის კოვზი 5-ჯერ დღეში. 8.ალოე-ალოეს წვენი ერთი ჩაის კოვზი მიიღეთ სამჯერ დღეში. ჭამამდე ნახევარი საა- თით ადრე. თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს! 304 4-ს მოსწონს
|