x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
Spyker - ჰოლანდიური ავტოკომპანიის ისტორია

1880 წელს ძმებმა იაკობუს და ჰერდრიკ-იან სპიიკერებმა (Jacobus and Henimagedrik-Jan Spijker) ჰილვერსუმში დააარსეს ავტოკომპანია. 1898 წელს ჰილვერსუმიდან კომპანია გადაიტანეს ამსტერდამში, ამ წელს კომპანიამ შექმნა „ოქროს კარეტა“ ჰოლანდიის სამეფო ოჯახისთვის.

1903 წელს კომპანიას ეწოდა Spyker

1899 წელს დაიწყეს ავტოწარმოება და 1900 წელს გამოჩნდა მათი პირველი მოდელი ორ ცილინდრიანი, 3 და 5 ცხენისძალიანი მოტორით. ეს მოდელი თითქმის Benz-ის მსგავსი იყო

1903 წლიდან დაიწყო Spyker-ის ავტომობილების წარმოება 4 ცილინდრიანი ძრავით, ამის შემდეგ კი 6 ცილინდრიანი ძრავით - Spyker 60 HP მსოფლიოში პირველი ავტომობილი ექვსცილინდრიანი ძრავით და ოთხივე ბორბლის მimageუხრუჭით

1905 წელს Spyker-ის ავტომობილებზე დაიწყეს მრგვალი რადიატორების დამონტაჟება, რასაც მოგვიანებით ბევრმა კომპანიამ მიბაძა

1913 წლიდან კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა და 1915 წელს უკვე ახალმა მფლობელებმა სახელი შეუცვალეს. კომპანიას ეწოდა Nederlandsche Automobiel en Vliegtuigfabriek Trompenburg. ახალი მფლობელების დროს ძველი მოდელების წარმოება შემცირდა და დაიწყო ახალი მოდელის 13/30 C1-ის წარმოება მაგრამ გაყიდვებმა იმედი გაუცრუა ყველას.image

1907 წელს მოდელმა Spyker 18 HP წარმატებით დაასრულა პეკინი - პარიზის რბოლა

ჰენდრიკ-იან სპიიკერი გარდაიცვალა 1907 წელს. კომპანია შეიძინა ინვესტორების ჯგუფმა, მაგრამ აქ აღარ იყო იაკობუს სპიიკერი.

პირველი მსოფლიო ომის დროს კომპანია აწარმოებდა თვითმფრინავებს და ძრავებს

1922 წელს კომპანია გაკოტრდა და ის შეიძინა Spyker-ის დისტრიბუტორმა კომპანიამ ბრიტანეთში, რომელმაც Nederlandsche Automobiel en Vliegtuigfabriek Trompenburg-ს სახელი გადაარქვა და Spyker Automobielfabriek უწოდა.image


წარმოება ისევ გაგრძელდა, თუმცა კომპანიას კრიზისი თანდათან უფრო ავიწროებდა. ბოლო პროდუქცია იყო ორტონიანი სატვირთო ავტომობილი C2 და მსუბუქი ავტომობილი C4, რომლებიც 1926 წლამდე იწარმოებოდა.

1999 წელს ვიქტორ მულლერის (Victor Muller) და მაარტენ დე ბრუიინის (Maarten de Bruijn) მიერ დაარსდა ახალი კომპანია Spyker Cars, რომელსაც სახელის გარდა არაფერი აქვს საერთო ძველ კომპანიასთან.

2000 წლიდან Spyker Cars აწარმოებს სპორტულ ავტომობილებს: C8 Laviolette, C8 Spyder რომლებსაც აქვთ Audi-ს V8 ძრავი 400 ცხენის ძალითimage

2002 - 2006 წლებში კომპანია აწარმოებს C8 Double 12 S. ეს მოდელი გამოდის ხუთი სახის კომბინაციით და აღჭურვილია 400 და 600 ცხენისძალიანი ძრავებით
2003 – 2007 წლებში გამოჩნდა მოდელი C8 Spyder T ორმაგი ტურბოთი და 525 ცხენის ძალით, რომელიც 100 კმ საათს ავითარებს 4 წამში

2005 წელს მაარტენ დე ბრუიინმა დატოვა კომპანია

2006 წელს შეიქმნა მოდელი C12 La Turbie V12 500 ცხენისძალიანი ძრავით

2009 წლიდან გამოდის მოდელები Spyker C8 Aileron და Spyker C8 Aileron Spyder

1
162
10-ს მოსწონს
ავტორი:gurulo1980
gurulo1980
162
  
0 1 1