x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
მხტუნავი ბატი: უჩვეულო მატარებელი, რომელიც 1930-იან წლებში აშენდა
imageდიდი დეპრესიის დროს, როდესაც შეერთებული შტატების ეკონომიკა კრახის პირას იდგა, ხალხი იძულებული გახდა წარმოუდგენელი გამომგონებლობა გამოეჩინა გადარჩენითვის და ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილის შესანარჩუნებლად.


გამომგონებლობისა და გამჭრიახობის ერთ-ერთი მაგალითი იყო ავტომობილის ბაზაზე აწყობილი რკინიგზის მატარებლები.


image


დიდი დეპრესიის დროს კოლორადო შტატს არ შეეძლო სრულფასოვანი მატარებლების შეძენა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს მატარებლის აწყობა Buick Master Six-ისა და Pierce-Arrow სედანების ბაზაზე და მათ მეტსახელად „მხტუნავი ბატები“(Galloping Goose ) შეარქვეს სიგნალის დამახასიათებელი ხმის და რელსებზე რხევის გამო.


image


სამთო მოპოვების კრახმა და დიდმა დეპრესიამ ეს პატარა, ვიწროლიანდაგიანი, ქვანახშირზე მომუშავე ხაზი ფინანსურად ძალზე დააზარალა. ხუთკაციანი ეკიპაჟის საჭიროების მქონე ორთქლის ლოკომოტივების ხარჯების თავიდან ასაცილებლად, RGS-მა 1931 წელს იმპროვიზაცია მოახდინა და Buick-ის ბენზინის ძრავა დაამონტაჟა, რომელიც მოგვიანებით გახდა Galloping Goose No. 1, რომლის მართვაც ერთ ადამიანს შეეძლო. ლოკომოტივის კორპუსი აშენდა მეორადი ავტომობილების ნაწილებისა და ჯართისგან, როდესაც ბენზინის ძრავა გადახურდებოდა, გვერდითი საფარები იხსნებოდა მის გასაგრილებლად. გაღებული ხუფები ფრთებს ჰგავდა, ხოლო სიგნალი ბატის ხმას მოგაგონებდათ. ამ უხერხული გარეგნობის კონსტრუქციის ვიწრო, 3 ფუტის სიგანის ლიანდაგზე "კოჭლობით" მოძრაობამ სახელის შთაგონება გამოიწვია.

image

მატარებელი იმდენად კარგად მოძრაობდა, რომ RGS-მა კიდევ ექვსი "ბატი" დაამზადა ავტომობილის ძრავებით. ეს რკინიგზის ჰიბრიდები ღვთის საჩუქარი იყო დაღმავალი სან-ხუანის სამთო რეგიონისთვის, სადაც ოდესღაც აყვავებული სამთო წიაღისეულის მომპოვებელი ქალაქების უმეტესობა ქალაქ-მოჩვენებებად იქცა. "მხტუნავი ბატების" გუნდი უზრუნველყოფდა მგზავრების, ფოსტისა და ტვირთების გადაზიდვას. "ბატები" 1951 წლამდე დაქროდნენ. მოგვიანებით ლიანდაგი მოხსნეს და ჯართად გაყიდეს.



სულ შვიდი ეგზემპლარი დამზადდა, აქედან ექვსი დღემდე შემორჩენილია: ისინი ახლა რკინიგზის მუზეუმებში ინახება და ზოგჯერ გამოდიან კიდეც, რათა მნახველები გაასეინოს კიდეც.

0
125
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0