პროფილაქტიკა რატომ უნდა დავლიოთ კეფირი? 2017, 30 აპრილი, 19:45
კეფირი - ეს რძემჟავა სასმელია, რომელიც შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს. კეფირი გვეხმარება არა მარტო წონის დაკლებაში, არამედ ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზებაში. კეფირის სამკურნალო თვისებები აღწერილია ჯერ კიდევ ძველ ტრაქტატებში. თანამედროვე მედიცინა გამოყოფს ყველაზე მთავარ თვისებებს: 1.კეფირი ეხმარება ჩვენს ნაწლავებს მუშაობის რეგულირებაში. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ბავშვებისათვის, რომლებმაც გადაიტანეს ნაწლავური ინფექციები. კეფირი აღადგენს ნაწლავების ნორმალურ მიკროფლორას დისბაქტერიოზის და დისბიოზის დროს, ხელს უწყობს ორგანიზმის ბიოქიმიური რეაქციების და ფიზიოლოგიური ფუნქციების ნორმალიზებას. 2.კეფირი - ეს „ცოცხალი პროდუქტია“. ის შეიცავს რძემჟავა და ბიფიდობაქტერიებს, რომლებიც ზღუდავს დაავადების გამომწვევი და ლპობადი მიკროორგანიზმების ზრდას და განვითარებას. კეფირის რეგულარული მოხმარებიდან ასე უკვე ერთი ან ორი კვირის შემდეგ შარდიდან ქრება ფენოლური და ინდოლური ნაერთები. 3.ანტიბიოტიკების მიღებისას კეფირი ამცირებს მათ დამღუპველ ზემოქმედებას ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებზე. 4.კეფირი უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმს მისთვის აუცილებელი ნივთიერებებით და ბიოლოგიურად აქტიური ელემენტებით (ვიტამინები, ამინომჟავები, პეპტიდები და სხვა). 5.კეფირი ახდენს შეკრულობის და კოლიტის პროფილაქტიკას. 6.კეფირი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. 7.კეფირი აფერხებს მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის კიბოს. 8.იმუნიტეტის სტიმულირებით, კეფირი გვეხმარება ალერგიული რეაქციების შემცირებში. 9.კეფირი - ცილის და კალციუმის წყაროა, რომლებიც ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას და ბავშვების ზრდას. უფრო მეტიც, კალციუმი კეფირიდან უკეთ გადამუშავდება, ვიდრე მაგალითად რძისგან. ამიტომ კეფირი შეიძლება გახდეს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც არცთუ იშვიათად ხდება ხანდაზმულ ადამიანებში სერიოზული ტრავმების მიზეზი. 10.თუკი საათში რძეს ადამიანი გადაამუშავებს 32 პროცენტით, კეფირს იმავე დროში - თითქმის მთლიანად. 372 3-ს მოსწონს
|