x
image
ფიქრია ჯიქია
რა მოხდება თუკი არ დალევთ წყალს საკმარისად: 6 ნეგატიური შედეგი

image

ადამიანის სხეულის 60-70% შედგება წყლისგან. თუკი ადამიანი ცოტა წყალს სვამს, ამან შეიძლება ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმის მდგომარეობაზე და მის მუშაობაზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გავარკვიოთ: რატომ უნდა დავლიოთ ბევრი წყალი. რა ნეგატიური გავლენა შეიძლება მოახდინოს ორგანიზმზე წყლის რეჟიმის დაუცველობამ?

ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესება

დღეღამეში საჭირო რაოდენობის დალეული წყალი წარმოადგენს შესანიშნავ პროფილაქტიკას შემდეგი დაავადებებისაგან: ინფარქტი, მსხვილი ნაწლავის და შარდის ბუშტის კიბო, თირკმლებში კენჭების წარმოქმნა.

არ არის წყალი - არ არის მეტაბოლიზმი

ზოგიერთი დამოუკიდებელი გამოკვლევების თანახმად, მეტაბოლიზმის ბაზალური სისწრაფე (ორგანიზმის ძირითადი ფუნქციების შენარჩუნებისთვის აუცილებელი კალორიების მინიმალური რაოდენობა) პირდაპირ არის დამოკიდებული დალეული წყლის რაოდენობაზე. თუკი აღნიშნულ მომენტს არ დაუთმობთ საჭირო ყურადღებას, მეტაბოლიზმი შენელდება, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.

image

თავის ტვინის მუშაობის შენელება

ლონდონის ფსიქიატრიულ უნივერსიტეტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოზარდების ტვინი, რომლებიც ცოტა წყალს მოიხმარდნენ, იწყებდა თანდათან თავის ქალიდან დაშორებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტვინი იწყებდა გამოშრობას და მოცულობის კარგვას წყლის ბალანსის დარღვევის გამო. ამასთან დაკავშირებით ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები იწყებს გაუარესებას და შედეგად ის კარგავს თავის შრომისუნარიანობას.

ძლიერდება მადა

ბრიტანული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევები 45 ზრდასრულ ადამიანზე, ეცადნენ განესაზღვრათ კავშირი ნორმალურ წყლის რეჟიმსა და ზედმეტი კილოგრამების დაკარგვას შორის. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ისინი, ვინც საკვების მიღების წინ სვამდა ნახევარ ჭიქა წყალს, მოიხმარს 75-90 კალორიით ნაკლებს. შესაბამისად, აუტანელი სანტიმეტრები წელზე ქრებიან შესამჩნევად სწრაფად.

ჩნდება მეტი ნაოჭები

დამტკიცებულია, რომ წყალი დადებითად აისახება კანის გარეგნულ მდგომარეობაზე: წვრილი ნაოჭები სწორდება, უმჯობესდება სახის ფერი.

image

განწყობის გაუარესება

2009 წელს ამერიკულმა ტაფტის უნივერსიტეტმა ჩაატარა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ორ გუნდს შორის, რომლებიც 75 წუთის მანძილზე ინტენსიურად ვარჯიშობდა. ერთ-ერთი გუნდის წევრები გამუდმებით სვამდნენ წყალს, ხოლო მეორე გუნდი მოკლებული იყო ასეთ შესაძლებლობას. ვარჯიშის დამთავრებისას გაირკვა, რომ პირველი გუნდი იმყოფებოდა შესანიშნავ ხასიათზე, ხოლო მეორე გამოირჩეოდა დაღლილობით, სისუსტით და ნევროზულობით.

0
646
3-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
646
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0