რჩევები 6 შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუშვებთ ჯინსის შერჩევისას და ინტერნეტით შეძენის წესი 2019, 17 მაისი, 10:09 ჯინსმა, 1853 წლიდან მოყოლებული, რაც ლევი სტრაუსმა პირველი შარვალი შეკერა, საფუძვლიანად დაიმკვიდრა ადგილი კაცობრიობის ისტორიაში და ჩვენს ყოველდღიურობაში: ერთ დროს, ოქროს მაძიებლებისთვის შექმნილმა სამოსმა, დროთა განმავლობაში, მუშების გარდერობიდან მოდის პოდიუმზე გადაინაცვლა. დღეს რთულია ისეთი ტანსაცმლის მოძებნა, რომელის შედარება, პოპულარობით, სტრაუსის გამოგონებისთვის შეიძლება: მას მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა პროფესიის და სოციალური ფენის წარმომადგენლები ატარებენ და მიუხედავად მოდელების მრავალფეროვნებისა, ძალიან რთულია «საკუთარი» შარვლის შერჩევა, რადგან, ისე როგორც ნებისმიერ საქმეს, ჯინსის შერჩევასაც თავისი ნიუანსები აქვს. აქ, ყველაზე გავრცელებული შეცდომების მცირე ნუსხას წარმოგიდგენთ, რომელსაც ჯინსის შეძენისას ყველაზე ხშირად ვუშვებთ: არ ვაქცევთ ყურადღებას წელის სიმაღლეს
ჩვეულებრივ შარვლის იარლიყზე ორი ზომაა მითითებული: შიდა ნაკერის სიგრძე (L) და წელის გარშემოწერილობის სიგრძე (W). თუ ჯინსის შეძენა გინდათ დაბალ წელზე, აუცილებლად უნდა მოძებნოთ კიდევ ერთი ზომა — თეძოს გარშემოწერილობა, რომელიც ჩეულებრივ, – H-ით არის მარკირებული. არ ვაქცევთ ყურადღებას ჯიბეების განლაგებასჯინსის შეძენისას უნდა გახსოვდეთ, რომ ის კარგად უნდა გამოიყურებოდეს არა მარტო წინიდან, უკანა მხრიდანაც. არ ღირს არჩევანის გაკეთება ისეთ მოდელზე, რომელზეც ჯიბეები მეტისმეტად ქვემოთ მდებარეობს. ოპტიმალურ ვარიანტში, ჯიბის ქვედა ხაზი იქ უნდა გადიოდეს, სადაც საჯდომის კუნთი მთავრდება. გარდა ამისა, მეტისმეტად დიდი ჯიბე ვიზუალურად მოცულობას ზრდის და იმაზე სრულს გამოგაჩენთ, ვიდრე სინამდვილეში ბრძანდებით. ვყიდულობთ შარვალს განიერი წელით
და კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებთ თქვენს ყურადშებას. ხშირად კითხულობენ: ღირს, თუ არა, ერთი ზომით პატარა შარვლის შეძენა, იმ მოსაზრებით, რომ ის ხმარებაში გაიწელება და ისე კარგად არღარ იქნება სხეულზე მორგებული, როგორც შეძენისას? იმის გასარკვევად, ხმარებაში გაიწევა თუ არა ჯინსი, — ქსოვილის შემადგენლობა უნდა ნახოთ: თუ მასში ლიკრა, ელასტანი და სპანდექსი შედის, – ჩაცმიდან 2-3 საათის შემდეგ, შარვალი ნაკლებად მოტკეცილი იქნება. არ ვაქცევთ ყურადღებას გვერდის ნაკერსკიდევ ერთი რამ, რასაც შარვლის შეძენისას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება — გვერდის ნაკერია. ეს განსაკუთრებით სკინებს ეხება: თუ ნაკერი მუხლს ქვემოთ სწორედ არ მიდის, შარვლის ტარება, ჯერ ერთი, არაკომფორტული იქნება და მეორე – ვიზუალურად, ფეხს გაამრუდებს. რაც შეეხება განიერი სტილის შარვლის ნაკერს, თუ ის ფეხზე ზუსტად შუაში არ გადის, ვიზუალურად, უფრო მსხვილი და მოცულობითი ბარძაყი გამოგიჩნდებათ, ვიდრე სინამდვილეში გაქვთ. შარვლის შეძენისას არ გვაცვია სამოს, რომელთანაც მომავალში მის ჩაცმას ვაპირებთ
არანაკლებ მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის გათვალისწინებაც: კლასიკური თარგის მოდელის სიგრძე აუცილებლად უნდა სწვდებოდეს ფეხსაცმლის ქუსლის შუა ნაწილს. სიგრძის დამოკლება რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ თუ მოკლეა, – არაფერი ეშველება. შეძენისთვის სწორ დროს არ ვირჩევთ
702 5-ს მოსწონს
|