x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ახალი სესხი დაუმტკიცა + საზოგადოების რეაქცია

image

28 აპრილს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად 47.2 მლნ. ევრო(50.77 აშშ $)სესხი დაუმტკიცა, რომლის დაფარვაც 25 წელზეა გათვლილი.

ეს საქართველოსთვის გათვალისწინებული ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიებაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მთავრობას, გააძლიეროს საზოგადოებრივი ინსტიტუტების ფისკალური ზედამხედველობა და გააუმჯობესოს საჯარო სამსახურის ბიუჯეტირება. რეფორმა აგრეთვე მიმართულია სოციალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესობაზე და მონიტორინგის შედეგების გაძლიერებაზე.


ამ ფაქტს საზოგადოების უმეტესობა საკამოდ ირონიულად შეხვდა.ამაზე სოციალურ ქსელში განთავსებული კომენტარებიც მეტყველებს:

"საქართველოს გამოუყვეს თუ ქოცებს",

"აიღეთ.აიღეთ გადამხდელები აქ არ ვართ?,

"სრული ბედნიერებისთვის მარტო ეს სესხი გვაკლდა. აშენდება ეხლა ფაბრიკა/ ქარხნები, დასაქმდება ხალხი, ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება, ეროვნული პროდუქტი შეიქმნება და ვიცხოვრებთ ტკბილად და ბედნიერად. ჭირი იქა ლხინი აქა. ვაი, უბედურ საქართველოს ამ მთავრობის ხელში",

"საქართველო ბანკში არაა გაშავებული?

"რბილი ავეჯი იყიდეთ, მანქანები, რამე ბიზნესსაც წამოიწყებთ, იგულავეთ ბიჭებო ხმის ამომღები არავინაა"

"ეჰ გუბაზ სანიკიძე ბედი რომ არ გექნება კაცს...რა დროს ჩამოგაშორეს რა დროს, აფსუს!"

"ამათ ჭამის თავის აღარა აქვთ, თორემ ჯანდაბას კიდევ ფულის ჭამასაც უნარი სჭირდება" და ა.შ.


image

1
332
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
332
  
2017, 1 მაისი, 8:37
რაღა გვიჭირს.
0 1 1